,,ქართული მარში” ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს: ,,პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე! ამ წამს “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ ,,პირველი არხის” შენობის გვერდზე, პოლიციოს განყოფილებასთან! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ!”.
კატეგორია: სამართალი
ლადო სადღობელაშვილი დააკავეს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შსს-მ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ლადო სადღობელაშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ლადო სადღობელაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) […]
ვახო სანაია ასახელებს პირებს, რომლებმაც გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გააყალბეს – დაკარგული გასაღები და გამყიდველი ქალის ჩვენება – რას მალავდა გამოძიება
ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ცნობილი ჟურნალისტი კრიმინალური ავტორიტეტმა და ტერორისტად შერაცხულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, ხოლო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, კრიმინალური ჯგუფის ინფორმატორი იყო და მან მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო. ციხისთავის თქმით, სანაიას მკვლელობა პანკისის ხეობის იმდროინდელ მოვლენებს უკავშირდება და […]
”82 წლის ალექსანდრა ტერუნი სოფიო გეგუჩაძემ სცემა” – პოლიციამ გამოძიება დაიწყო
82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს. – მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების […]
50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა – ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში
50 წლის მამაკაცი ტყიბულის სოფელ მუხურას ცენტრში უამრავი ხალხის თვალწინ დაწვეს. 70 წლამდე თანასოფლელმა მერაბ ქურციკიძეს ბენზინი ჯერ სახეში შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტია, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა. მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სახე მთლიანად დამწვარი აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. კონფლიქტი დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის ერთი […]
დედამ შვილი გააჩინა და საკუთარი სახლის ეზოში დამარხა – რა მოხდა საგარეჯოში
სამართალდამცავები 35 წლის ქალის მიერ საკუთარი ჩვილის შესაძლო მკვლელობის საქმეს სწავლობენ. საუბარია საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე _ ქალმა ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გარდაცვლილი ჩვილის დედა ახლა საგარეჯოს საავადმყოფოშია. ექიმები ამბობენ, რომ ქალი ძლიერი სისხლდენით მიიღეს და რამდენიმე დღეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მედიკოსები ადასტურებენ, რომ საქმე კრიმინალურ ისტორიას ეხება და ახალგაზრდა ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. […]
რას წერდა ანა ნაცვლიშვილი სიკვდილამდე ორი თვით ადრე სიყვარულზე – 21 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის დეტალები
21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკმა მკვლელობამ, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან სულ რაღაც 20-25 მეტრის მოშორებით დილით იპოვეს. მას თავისა და კისრის არეში 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო შემზარავს ის ფაქტიც ხდის, რომ მკვლელობაში ბრალდებულია ანას შეყვარებული, 21 წლის ლადო გრიგალაშვილი. საქართველოს შინაგან […]
ქობულეთში 40 წლის ქალი დეიდაშვილის შვილმა სხვა პირებთან ერთად გააუპატიურა
ქობულეთის რაიონის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრი 40 წლის ქალი სავარაუდოდ თავისმა დეიდაშვილის შვილმა რამდენიმე სხვა პირთან ერთად გააუპატიურა. ქალი ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. უთქვამს, რომ სახლიდან გასვლამდე ტელეფონზე ვიღაც ბიჭი გაეცნო და გარეთ გასვლა სთხოვა. „უცნობი ბიჭი“ მისი დეიდაშვილის შვილი აღმოჩნდა, რომელიც დაზარალებულთან […]
სოხუმში ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს
სოხუმში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა აიაირას გამზირზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია გულგაზ მამედოვა. მკვლელი კი მისი ქმარი ვიქტორ ჯანბაა, რომელმაც დანაშაული აღიარა და პოლიციას თავად ჩაბარდა. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. სხვა დეტალები და მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას დეფაქტო შსს ავრცელებს. თუმცა, თვითმხილველების განცხადებით ახალგაზრდა ქალი სახალხოდ […]
,,მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი… მკვლელი ცდილობდა, რომ თავში ესროლა…” – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის დეტალებს იხსენებს – ვიდეო
7 თებერვალს თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, საკუთარ სახლში ერთადერთი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრეს. მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. დოდო გუგეშაშვილი საქმის მთავარი მოწმეა. ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და კონსპირაციულად, დაცვის თანხლებით გადაადგილდება. დოდო გუგეშაშვილი ,,პირველი არხის” ჟურნალისტთან დეტალურად იხსენებს ტრაგიკულ 7 თებერვალს და ამბობს, რომ მისმა შვილმა მკვლელს […]











