ახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10-ს აღწევს. მათგან სამი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. 15 ადამიანი კი კლინიკებშია მოთავსებული. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა წინასწარი ვერსიით, სამივე ახალგაზრდა ახალი თაობის ნარკოტიკმა ,,მეფედრონმა“ იმსხვერპლა. ორი ახალგაზრდა – კახა კიკნაძე და ლევან კალნდაძე, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ისინი გამთენიისას […]
კატეგორია: სამართალი
თავისუფლების მოედანთან ახალგაზრდების დაჭრის გამო 18 წლის ბიჭები დააკავეს
მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი უკვე გახსნილია. სამართალდამცველებმა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს თბილისში. გამოძიების ინფორმაციით, მათ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 და 29 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. გულმკერდის […]
,,ვაიმე, რა ცუდად ვარო, თქვა და ჩაიკეცა” – თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სამართალდამცავები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე არიან მობილიზებულები. კურიერის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილს ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი გულმკერდის არეშია დაჭრილი. -ვაიმე, რა ცუდად ვარო, თქვა და ჩაიკეცა, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. ამ ეტაპზე იმ პირის ვინაობა, ვინც ორი ახალგაზრდა დაჭრა, […]
თამარ გამრეკელაშვილის მამა: ,,თაკოს ქმართან პრობლემები ჰქონდა, ჩემი სიძე და ვეფხია ბაქრაძე ერთ თამაშს თამაშობდნენ”
თბილისში, ბარნოვის ქუჩზე სასტიკად მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამამ, ზვიად გამრეკელაშვილმა, მკვლელობის ახალ დეტალებზე ტელეკომპანია ,,პალიტრანიუსის” გადაცემა ,,360 გრადუსში” ისაუბრა. მისი თქმით, თამარი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მის სიძეს, ირაკლი აბულაძეს, მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. -თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე […]
,,მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი” – სალომე ტატიშვილის სიკვდილში ბრალდებული საზოგადოებას წერილით მიმართავს
2 წლის წინ გუდაურში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გამოძიების ინფორმაციით, სასრიალო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილს უკნიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. გოგონამ მიმე დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი ლიპარტელიანი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, სადაც ამბობს, რომ ის არ არის დამნაშავე. ,,მე […]
თამარ გამრეკელაშვილის გადარჩენას მისი შვილები ცდილობდნენ – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
,,კურიერმა” ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები მოპოვა. დოკუმენტებით დგინდება, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ მოკლა. დედის გადარჩენას, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ. დის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ამბავი თათია გამრეკელაშვილს პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას […]
თურქეთში ქართველი მამაკაცის სასტიკად ნაწამები ცხედარი ნახეს
თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქე – ლუხუმი ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ “ნიუპოსტს” გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი დასახიჩრებულია. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყა, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლულის გადმოსვენებას ლუხუმი ჯანჯარიას […]
ვეფხია ბაქრაძე: ,,მოკლული თამარი აბაზანისკენ გავახოხე, რომ ბავშვებს არ ენახათ” – თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური აღიარება
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. ვეფხია ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ თამარი მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ის 13 აპრილს თამარ გამრეკელაშვილთან ურთიერთობის გასარკვევად მივიდა. ამასთან, ბრალდებულის ინფორმაციით, 2017 […]
ნენეს დედა: ,,ფრანგმა ექიმმა მითხრა, ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდებაო და ბავშვის მუცლიდან ამოღებული დოლბანდი მაჩვენა” – ვიდეო
სკანდალი “იაშვილის კლინიკის” ირგვლივ გრძელდება. 2 წლის ნენე მოდებაძის მშობლები კლინიკის ქირურგსა და თერაპევტებს სასიკვდილო შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებენ. ბავშვს ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა 2 თვის ასაკში გაუკეთეს. ქირურგმა ბავშვს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი დაუტოვა. ერთი წლის შემდეგ ბავშვს ოპერაცია უკვე საფრანგეთში ჩაუტარდა, სადაც ექიმებმა ერთი წლის წინ დატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს. -ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, შუშით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი, ნახე, რა […]
პატარა ნენეს მუცელში ქართველ ექიმებს დოლბანდი დარჩათ? – შსს-მ საქმე აღიძრა
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 წლის ნენეს ორგანიზმში ფრანგმა ექიმებმა დოლბანდი იპოვეს, რომელიც ღვიძლზე იყო შემოკრული. ბავშვის ბიძის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დოლბანდი ქართველ ექიმებს დარჩათ ბავშვის ორგანიზმში, როცა მას ოპერაცია გაუკეთეს. საფრანგეთში ნენეს ქვიძლი გადაუნერგეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. ამ საქმეზე შსს-მ საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა […]










