გვიან ღამით გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ზეწოლას ახდენენ. კარდებში ხელშეკრული მამაკაცი ყვირის, რომ სტკივა და შველას ითხოვს, ამბობს, რომ ცუდად არის, მაგრამ მას სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალურ ქსელში გავრცველებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ყაჩაღობაში ბრალდებული პირისგან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა […]
კატეგორია: სამართალი
33 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში 62 ჭრილობა მიაყენეს
თავდასხმა 33 წლის ქალზე, რომელსაც ბოროტმოქმედმა 62 ჭრილობა მიაყენა – შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იზოლდა აბაშიძე მშობლებთან სტუმრად მიდიოდა. საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შესვლისთანავე მას ბასრი საგნით შეიარაღებულმა მამაკაცმა მრავლობით ჭრილობა თავის ქალის, სახის, გულ-მკერდის, ზურგის, წელის და ფეხის არეში მიაყენა. იზოლდა აბაშიძე ამ დრომდე სიკვდილს ბათუმის ჰოსპიტალში ებრძვის. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. […]
“ბახალა იმიტომ დააპატიმრეს, რომ ირაკლი ქორიძისთვის დაედო ხელი” – მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს და მის ბიზნესპარტნიორს უვადო პატიმრობა ემუქრებათ
ცნობილი ექიმების, ქორიძეების, ოჯახის წარმომადგენელს, ირაკლი ქორიძეს, ნარკოვაჭრობა ედება ბრალად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, მეტსახელით ბახალას, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის უკვე იხდის და 8 წელი აქვს მისჯილი, ბრალის დამძიმება და 15 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 2017 წლის 24 იანვარს სამართალდამცავებმა თურქეთიდან მომავალი კატასტროფის ბრიგადის მანქანის მძღოლი ჯაბა ხულორდავა დააკავეს. მას მანქანაში 850 აბი სუბოტექსი უპოვეს. ხულორდავამ […]
14 წლის ბიჭმა დედა და ბებია დაანაწევრა და 10 დღე სარდაფში ინახავდა, დას კი დუმილს აიძულებდა – სასტიკი მკვლელობა
მორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში. ტვერსკის ოლქში, 14 წლის მოზარდმა გამზრდელი ბებია და დედა მოკლა, რომლებიც მას 2 წლის ასაკიდან ზრდიდნენ. ბიჭმა ისინი დაანაწევრა და 10 დღის განმავლობაში სარდაფში მალავდა. გამოძიების თანახმად, 6 მაისს, მოზარდმა 81 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში. შემდეგ კისრისა და მკერდის არეში. ქალი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭმა ის […]
დოდო გუგეშაშვილს მეგობარმა საიდუმლოდ წერილი გადასცა – ,,ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას”
თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს წერილი, რომელიც მას მეგობარმა შვილის საფლავზე გადასცა. -როდესაც შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს საფლავზე ამიყვანეს, ჩემი მეგობარი, რომელიც სასაზღვროში მუშაობდა, მოვიდა და ხელში რაღაც წერილი ჩამიდო… ნუ […]
პოლიციამ აქციების რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა
თბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების ათეულობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა. მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე. -ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, – განაცხადა ლონდა […]
კახეთში შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, […]
პარიზში თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცმა მოაწყო
უცნობი მამაკაცი, რომელიც გუშინ პარიზის ცენტრში, ოპერის შენობასთან, მოქალაქეებზე თავდასხმა მოაწყო, 1997 წელს დაბადებული, წარმოშობით ჩეჩენი ახალგაზრდაა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 მოქალაქე. საფრანგეთის პოლიციამ თავმდასხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახდინა. თავდასმის დროს ტერორისტი “ალაჰ აკბარს” გაჰყვიროდა. “ისლამურმა სახელმწიფომ” განცახადა, რომ თავდასხმა ,,მათმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოაწყო”. ნიუპოსტი
პოლიციამ რუსთაველზე სამი არაფხიზელი პირი დააკავა
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა. პარლამენტის წინ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, ისინი აქციის მონაწილეები არ არიან. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს, მაგრამ პოლიციამ დრეს დილით აშალა. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. კვირა
თაკო ჩარკვიანი ვეფხვია ბაქრაძის შვილის წინააღმდეგ: “შენი ყელგამოღადრული დობილი მიწაში გაციებული წევს და მორიდება იქონიეთ” – ვიდეო
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხვია ბაქრაძის შვილები, ლიკა და მარიამ ბაქრაძეები “პრაიმშოუში”, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ საუბრობენ. ვეფხვია ბაქრაძის ერთ-ერთი შვილი ამბობს, რომ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი, არა მხოლოდ მამამისს, არამედ თაკოს დედას, ნათია გობაძესაც მიუძღვის. “მამაჩემს არ ვამართლებ და უნდა დაისაჯოს კიდეც. თაკოს 100%-იანი ვემხრობოდი, რომ ისინი 14 წლის შემდეგ, ერთად აღარ უნდა […]











