საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს, სვეტიცხოველში შეუერთდნენ და უკრაინისთვის ილოცონ. ,,ამ ღამეს (2 .00) სვეტისცხოველში წირვის შემდეგ, პარაკლისზე შემოგვიერთდით. ვილოცებთ უკრაინის თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის და მშვიდობისთვის”.
კატეგორია: პოლიტიკა
უკრაინის შს მინისტრი: ,,ამ გარდაცვლილ ბავშვს მთელმა რუსეთმა შეხედოს თვალებში”
მოკლულია 3500 რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ აიყვანეს
ნინო გიორგობიანი: ,,ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს”
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესპიკერი ნინო გიორგობიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: ,,დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის. მან თქვა რომ: • საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ […]
ზელენსკი: ,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!”
,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა შეჩერებულია. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი. ამ წუთებში კიევში განგაშის სირენები ჩაირთო, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფრებში […]
ლევან გრიგოლია: ,,ჩემს ჯარისკაც ქალიშვილთან ერთად მივდივარ საბრძოლველად”
ლევან გრიგოლია თავის ქალიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში მიდის საბრძოლველად. მისი გამოსვლა ,,რეაქციაში” იყო უზომოდ ემოციური. -ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოვიდა, როგორ ემშვიდობება უკრაინელი მამა თავის პატარა გოგონას… დღეს, ჩემდა სამწუხაროდ თუ სასიკეთოდ, ჩემს ქალიშვილთან ერთად უნდა წავიდე უკრაინაში. ჩემი ქალიშვილი ჯარისკაცია, 27 წლის. ახლა მე ვზივარ, როგორც ჯარისკაცის მამა. მისი ქმარიც ოფიცერია, […]
ჯო ბაიდენი: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს, ბაიდენმა უპასუხა: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”. კითხვაზე, რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან უნდა გააგდონ თუ არა, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკების წინააღმდეგ აქციებს შეიძლება უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-დან გათიშვას”.
პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან”
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან არ უნდა გააგდონ. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს, მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის. ,,მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის […]
სენატის დაზვერვის კომიტეტი: ,,რუსი ხალხი სისხლით და ეკონომიკური ზარალით დიდ ფასს გადაიხდის”
სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად თქვა, რომ ,,70 წელზე მეტია, რაც ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. თავისი არალეგალური შეჭრით უკრაინაში ვლადიმირ პუტინმა ტრაგიკულად დაასრულა წლების განმავლობაში არსებული მშვიდობა“. უორნერი ამბობს, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ ქმედებას ახლა ერთობლივად უნდა უპასუხონ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სანქციების […]
ხატია დეკანოიძე: ,,ჩემი ოჯახის წევრები არიან კიევში, სიტუაცია ძალიან დაძაბულია”
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კიევში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. გზებზე საცობებია, რადგან მოსახლეობა ქალაქს ტოვებს. -ჩემთვის ეს არის ორმაგად მტკივნეული, რადგან ჩემი ოჯახის წევრები არიან უკრაინაში. ჩემი ძმა არის კიევში, ჩემი მეგობრები არიან იქ. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ქალაქში საცობებია, რადგან მოსახლეობა კიევს ტოვებს. პრემიერ ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო სამარცხვინო. ხელიუსფლებამ პირველი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, […]










