19 იანვარს იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, კაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი […]
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკია
აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული […]
გერმანიაში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი ცოლი დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა badische-zeitung.de იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული. შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალიც, […]
კალიფორნიაში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებსაც 13 შვილი ჯაჭვებით დაბმული ჰყავდათ
კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვრის დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავს დაბმული. „გოგონასთან […]
კატრინ დენევი ჰარვი ვაინშტეინს ამართლებს – ”ფლირტი დანაშაული არ არის”
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იმ ას ქალს შორის არის, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time’s up-ს აკრიტიკებს და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ტოტალიტარიზმს ადარებს. დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებენ და ამბობენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ. ”ისინი [სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცები] უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამუშაო, თუმცა, რასაც ისინი […]
თეირანში სასულიერო სემინარია დაწვეს – ვიდეო
ირანის დედაქალაქში დემონსტრანტებმა სასულიერო სემინარია დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თეირანის ქუჩებში აქციები გრძელდება, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 22 ადამიანი. პირველი იანვრის ღამეს დემონსტრანტები სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრასაც ცდილობდნენ. აქციებს შეეწირა ერთი სამართალდამცველის სიცოცხლეც. საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ირანში […]
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ყასაბმა და მაღაზიის მფლობელმა ქალს მარკეტში ბავშვი გააჩენინეს
კალიფორნიაში, სუპერმარკეტში El Parian სამშაბათს, საღამოს ორსული ქალი შევიდა. მაღაზიის მფლობელის, ისამარ სეპულვედას თქმით, ქალი, რომელიც მათი რეგულარული მომხმარებელია, მარკეტში შევიდა და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად ყვირილი დაიწყო. მომსახურე პერსონალმა მაშინვე დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მოცდა მოუწევდათ. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, ქალს მშობიარობა დაეწყო და სუპერმარკეტის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ თავად უნდა […]
უცნობი ერდოღანს სცენაზე ჩაეხუტა
თურქეთში კაცი დაცვის სამსახურს ხელიდან გაუსხლტა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისკენ ჩასახუტებლად გაიქცა. ერდოღანი ქალაქ შირნაკში, თავისი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე იყო. რაღაც მომენტში, მისკენ კაცი გამოიქცა და ხელები მხრებში ჩასჭიდა. პრეზიდენტსა და დაცვის წევრებსაც ეგონათ, რომ ეს ერდოღანზე თავდასხმა იყო, თუმცა მოგვიანებით დაადგინეს, რომ კაცს ხუსეინ დემირჯანი ჰქვია და მას ერდოღანის ჩახუტება სურდა. იმედინიუსი











