დევიდ ბექჰემს, რომელიც ყოველთვის მოდურად იცვამს, ამჯერად ძალიან აკრიტირეკებენ. თავის მოვლის საშუალებების საკუთარი ბრენდის სარეკლამო გადაღებაზე ის სანდლებსა და წითელ წინდებში გამოჩნდა. მისი მკვეთრი ლურჯი კოსტიუმიც განხილვის თემა გახდა.
კატეგორია: მსოფლიო
დასაკრძალი ეკო-კოსტიუმი 1500 დოლარად
მსახიობი ლუკ პერი, რომელიც მაისში ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა, „სოკოს კოსტიუმით“ დაკრძალეს, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მსახიობის ქალიშვილმა განაცხადა. სოფი პერიმ მამის ეკოდაკრძალვის შესახებ „ინსტაგრამზე“ დაწერა. მისი თქმით, კოსტიუმი თავად მსახიობმა აღმოაჩინა და ამის გამო ძალიან გახარებული იყო. „მამა ამ კოსტიუმით დაიკრძალა, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო სურვილი იყო,“ – წერს სოფი. „ეკოსამოსი“ დაკრძალვისთვის კალიფორნიული კომპანია Coeio-ს […]
დაღუპულები არიან 12 წლის ბავშვი და ორსული ქალები – ისრაელსა და პალესტინაში მსხვერპლი გაიზარდა
ღაზას სექტორთან შეიარაღებული დაპირისპირებები შეჩერებულია. BBC-ს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მედიატორი ეგვიპტე იყო. ორდღიანი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 4 ისრაელელი და 23 პალესტინელია დაღუპული. დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური იყო. ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა კომენტარს ისრაელი ჯერ არ აკეთებს. ისრაელის ხელისუფლებასა […]
78 მგზავრიდან მხოლოდ 37 გადარჩა – ვერსიები შერემეტიევოს ტრაგედიაზე
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 გადარჩა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს […]
ვიდეო – ცეცხლმოდებული თვითმფრინავი – ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა. მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავმა პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა. გასაბერი ტრაპების მეშვეობით 73 მგზავრის და […]
,,ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა” – რა წერია ამერიკულ გამოცემაში
ლოსანჯელესური ინტერნეტგამოცემა LAIST ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც სათაურად ჰქვია: ,,ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”. სტატიაში ხაჭაპურის წარმოშობის შესახებ მოკლედ არის გადმოცემული და წერია, რომ კერძი, რომელიც ქართულ ეროვნულ პროდუქტს წარმოადგენს, სავარაუდოდ, ინდოელმა ვაჭრებმა ჩამოიტანეს კავკასიის რეგიონში. როგორც აღმოჩნდა, ლოს ანჯელესში ხაჭაპურს უმეტესობა სომხურ კერძად ასაღებს, თუმცა ნიუ იორკში არაერთი […]
მასაჟისტმა ჩვილს სასიკვდილო ტრავმა მიაყენა – შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა
ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე დაბა კონსტანტინოვოს მკვიდრი, რომელმაც მასაჟის დროს ბავშვს კისრის მალები დაუზიანა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიღებული ტრავმის შედაგად ბავშვი მეორე დღეს გარდაიცვალა. უკრაინის სპეცსამსახური იუწყება, რომ უბედური შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. ნევროლოგმა ბავშვის მკურნალობის მიზნით მასტიმულირებელი მასაჟის კურსი დაუნიშნა. სამკურნალო პროცესის დროს ბავშვი მუცელზე იწვა, რაღაც […]
სომეხი ,,კანონიერი ქურდის” შვილის უმდიდრეს ქორწილში საქართველოს სახელმწიფონომრებიანი მანქანებიც შენიშნეს – ფოტოები
სომეხმა ე.წ კანონიერმა ქურდმა არმენ კაზარიანმა, მეტსახელად პზომ, 21 წლის ქალიშვილს ერევანში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. დიანა კაზარიანი ცოლად გაჰყვა სომხეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ედუარდ მადატიანის ოჯახის წევრს. ქორწილში გოგონას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის – ზუჰაირ მურადის (Zuhair Murad) კაბა ეცვა. ასობით სტუმრის გართობაზე რუსული ესტრადის ვარსკვლავები ზრუნავდნენ, მათ შორის სოსო პავლიაშვილი. საქორწილო ტორტი რამდენიმეტრიანი იყო. […]
,,შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევთ სხვებს” – 90 წლის ქალის წერილი, რომელმაც მსოფლიო მოიარა
45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ქალისგან – ამერიკელი ქალის, რეჯინა ბრეტის ძალიან ცნობილმა წერილმა მთელი მსოფლიო მოიარა. „45 წლის რომ გავხდი, შევადგინე ცხოვრების მიერ ჩემთვის მოცემული გაკვეთილების სია, რომელიც 45 პუნქტისგან შედგება. ეს ჩემი ყველაზე მოთხოვნადი სტატია გახლდათ და დღეს, როდესაც 90 წლის ვარ, ამ სიას კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ. 1.ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგი რამ […]










