,,მე ამას ვაძლევ ხმას და თქვენი არ ვიცი, უკარგესი მეუღლე ჰყავს, ვეტერინარი და ვერც ეს იქნება ცუდი და ბოროტი”, – დაწერა ცოტა ხნის წინ ცხოველების უფლედამცველმა ტასო ლოსაბერიძემ თბილისის მერობის კანდიდატ რიჩარდ ოგბუნუჯუზე. ის ნიგერიელი ბიზნესმენია. ქრისტიანია. 20 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს. მას და ხათუნა ოგბუნუჯუს სამი შვილი ჰყავთ. რიჩარდი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და […]
კატეგორია: მოზაიკა
,,იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს?! მის ერთ სიტყვას შეეძლო, გადაერჩინა” – 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
ბოკერიას სახელობის კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. როგორც ,,ფორმულას” კლინიკაში უთხრეს, 30 ივლისს ის საავადმყოფოში ინფიცირებული შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა კოვიდის გართულებების გამო დამძიმდა. მათივე თქმით, ჩვილი ინფიცირებული არ არის. საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ,,ვაქცინითაა” შესაძლებელი. ექიმი დავით გაგუა […]
,,გამყრელიძეს ჩაბარებული აქვს გამოცდები?! კომპეტენტურია?! ცოტა სხვა ტონით გველაპარაკოს!” – ექიმი ამირან გამყრელიძეს უპირისპირდება
ექიმი მანანა გეგეშიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუპირისპირდა. ,,ჟიჟილაშვილის გამყრელიძესთან ინტერვიუს ნაწყვეტს მოვუსმინე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს დამატებით ვკითხავდი: 1) რატომ ვერ მოაგვარა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბავშვების და დანარჩენი მოსახლეობის ტყვიით მასიურად დასნებოვნების პრობლემა; 2) თვლის თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსობა და ,,ევექსის” მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს; 3) როდის ჩააბარა ბოლოს […]
სალომე ზურაბიშვილს ,,მის საქართველოს” კონკურსანტი იცავს – ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი, 30 წლის თამუნა რიჟამაძეა. ქუთაისელი გოგონა ინგლისურის სპეციალისტია. მან მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და იურიდიულზე სწავლობს. სტუდენტობის დროს ის მუდმივად ვარჯიშობდა, სამხედრო განათლებაზე და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე ოცნებობდა და ოცნებაც აიხდინა. თამუნა მარტოხელა დედაა და ერთ შვილს ზრდის. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად […]
,,ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა, აცრილი არ იყო” – რას ამბობენ კლინიკაში, სადაც მშობიარე გარდაიცვალა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განუცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს. გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი […]
ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაიცვალა
26 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ,,ბათუმელების” ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი თეა ბარამიძეა. მათივე ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა. თეა ბარამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
,,ეს არსება ნახეს ახლა კუს ტბის ტერიტორიაზე” – ელენე ორჯონიკიძე
ელენე ორჯონიკიძემ ფეისბუწში დაწერა რომ უცნაური არსება ნახეს კუს ტბაზე. ,,ეს არსება ნახეს ახლა კუს ტბის ტერიტორიაზე და ხომ ვერ მეტყვით, რა ჯიშის წარმომადგენელია? წამოყვანას ვფიქრობთ, ძალიან უსუსურია”. ციტა ხნის შემდეგ დაწერა, რომ ძილგუდა აღმოჩნდა და ზოოპარკში დაიტოვეს. ,,ძილგუდაა ეს საყვარელი არსება. კარგად არის, ზოოპარკში დაიტოვეს, რომ გადაარჩინონ და მოუარონ. ზოგადად არ იტოვებენ, მაგრამ ისეთი […]
,,როკო ქობულეთის ხიდიდან გადავარდა და კომაშია, სასწრაფოდ სჭირდება დახმარება” – 16 წლის ბიჭის გადასარჩენად 1 ლარიც მნიშვნელოვანია
16 წლის როკო გელაშვილი ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის და მას ჩვენი დახმარება სჭირდება. მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა სჭირდება. ამ შემთხვევაში 1 ლარსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ,,ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემი მეგობარი, 16 წლის როკო გელაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. ქობულეთში ხიდიდან გადავარდა და ხიდის კიდეს ჩამოარტყა თავი, რის შედეგადაც არის კომაში. […]
შშმ მოზარდი დეიდამ ქუჩაში დატოვა, მის შეფარებაზე უარი თქვა
შშმ პირი, რომელიც ყარაჯალაში ნათესავებთან იმყოფებოდა, ქუჩაში გამოუშვეს და მის შეფარებაზე უარი თქვეს. თელავის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი დედასთან ერთად დეიდის ოჯახში ცხოვრობდა. დედა გართულებული ჯანმრთელობის გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შვილზე მზრუნველობაზე კი დეიდის ოჯახმა უარი თქვა და სოფლის ცენტრში დატოვა. მოზარდი თელავამდე ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდა. მას არც ადგილობრივმა მოსახლეობამ, არც სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა […]
,,რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა” – ახალგაზრდა ექიმს კოვიდი მშობიარობამდე შეხვდა
სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი კლინიკის ექიმი-რადიოლოგი, ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მშობიარობამდე 2 კვირით ადრე კოვიდი დაემართა.ბავშვი გადარჩა, ახალგაზრდა ექიმი მართვით სუნთქვაზე იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ,,ჩვენი თვალებციმციმა ნინო. საუკეთესო ექიმი, კოლეგა, ადამიანი…რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა. აიცერით, ადამიანებო”, – დაწერა მარიამ კუკუნაშვილმა.










