კატეგორია: მოზაიკა

მანჩო გიორგობიანი: ,,თურმე ამ დროს შვილი აღარ მყავს და მიმალავდნენ” – დედის უცნაური წინათგრძნობა

მანჩო გიორგობიანი: ,,თურმე ამ დროს შვილი აღარ მყავს და მიმალავდნენ'' - დედის უცნაური წინათგრძნობა

,,დღეს სანდროს დაბადების დღე გვაქვს. 27”, – დაწერა ,,ფეისბუქში” სამოქალაქო აქტივისტმა მანჩო გიორგობიანმა. მისი ერთადერთი ვაჟი 2016 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა.თავის უცნაურ წინათგრძნობაზე ,,პრაიმტაიმს” უამბობს: -ვგრძნობდი, რომ სიკვდილი ახლოს იყო. მაგრამ მეგონა, მე ვკვდებოდი. განსაცდელი თან დამყვებოდა.მეგობრებთან ვხუმრობდი, მალე მოვკვდები-მეთქი. „ფეისბუქზე“ დავდე ჩემი უცნაური შავი ფოტოები, სახლიდან წავედი და ღამე ტყეში გავათენე… 24 საათში ჩემი […]

ყოველ კვირას 5 გრამ პლასტმასს ვჭამთ

ყოველ კვირას 5 გრამ პლასტმასს ვჭამთ

საკვები, რომელსაც მივირთმევთ მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონი ტონა პლასტმასადან დაახლოებით ერთი მესამედი ნიადაგსა და წყალში ხვდება, იქიდან კი საკვებში და სასმელში. ნიუკასლის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, […]

გოგონა 550 გრამი დაიბადა – რას ამბობენ ბათუმის კლინიკაში

გოგონა 550 გრამი დაიბადა - რას ამბობენ ბათუმის კლინიკაში

ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან. დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა. „გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების […]

,,თაღლითი სანაპიროდან” – ნოველა

,,თაღლითი სანაპიროდან" - ნოველა

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე დასაქმების სააგენტო “ნეტრა” ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, ფართი 10 კვადრატს არ აღემატებოდა. სამუშაო ოთახის ცენტრში, ხის მაგიდაზე, კომპიუტერი იდგა, შავტყავგადაკრულ სკამზე კი სააგენტოს ერთადერთი თანამშრომელი, ნათია იჯდა. სააგენტოში მიმსვლელი ბევრი იყო, კმაყოფილი – ცოტა. “ნეტრას” ხელმძღვანელი საქმიანი და ოდნავ გადაღლილი სახით ინიშნავდა სამსახურის მაძიებელთა პირად მონაცემებს, დასარეგისტრირებლად 5 ლარს სთხოვდა და ბედის მაძიებლებს […]

,,ბრეჟნევი შებარბაცდა, მე ხელი შევაშველე, მან კი წამჩურჩულა: ,,ისევ ულვაშა?!” – რას ყვება ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე

,,ბრეჟნევი შებარბაცდა, მე ხელი შევაშველე, მან კი წამჩურჩულა: ,,ისევ ულვაშა?!" - რას ყვება ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე

,,ვამაყობ, რომ ვიყავი თბილისის ,,დინამოს” კაპიტანი იმ ლეგენდარული მატჩის დროს და ჩვენი გუნდის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში”, – ამბობს ,,სარკესთან” 1981 წლის 13 მაისის მატჩის ერთ-ერთი გმირი ალექსანდრე ჩივაძე. ბატონი ალექსანდრე იგონებს: -გერმანიაში გამგზავრებამდე შეგვხვდა ბატონი ედუარდ შევარდნაძე და შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გურამ გვეტაძე. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ბატონი შოთა გორგოძე. ედუარდმა […]

,,მეგობარი, რომელმაც თირკმელი მომცა, დაიღუპა” – მარიამ ოთანაძის დიდი ტკივილი

,,მეგობარი, რომელმაც თირკმელი მომცა, დაიღუპა'' - მარიამ ოთანაძის დიდი ტკივილი

-მეგობარი, რომელმაც თირკმელი მომცა, ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ დაიღუპა. მშენებლობაზე მუშაობდა, ფეხი დაუცდა და დაიღუპა. ახლა მისი ნაწილი ჩემს სხეულში ცოცხლობს, – მოყვა მარიამ ოთანაძემ ცოტა ხნის წინ ,,სხვა ნანუკას შოუში”. ამ გადაცემის მაყურებელი კარგად იცნობს მარიამ ოთანაძეს, რომელსაც თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და. გოგონას თირკმლის გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ […]

,,მედო” – ნოველა

,,მედო" - ნოველა

,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე – ნუციკო, რას შვები ახლა? – დამირეკა მედომ. აღდგომა მომილოცა და უცებ მოაყოლა, – რამე უნდა მოვიფიქროთ, იცოდე, საფლავზე რომ გავიდეთ. – აი, დარწმუნებული ვარ, მოფიქრებული გექნება უკვე, – გამეცინა. – აბა, რა, მოფიქრებულიც მაქვს და გეგმაც მაქვს ჩამოწიკწიკებული თავში. – ოჰ, შე ცელქო და მოუსვენარო, – მივესიყვარულე. – ეგ ცელქობა და […]

გურიაში მიცვალებული გაცოცხლდა – ,,დედა დავიტირე, აღარ სუნთქავდა, პულსი არ ესინჯებოდა”

გურიაში მიცვალებული გაცოცხლდა - ,,დედა დავიტირე, აღარ სუნთქავდა, პულსი არ ესინჯებოდა"

გურიაში 87 წლის ქალი, რომელიც ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა. მისი ქალიშვილი ტელეკომპანია ,,პირველებთან” ამბობს, რომ დედამისი აღარ სუნთქავდა. -არც პულსი ესინჯებოდა და არც არაფერი… ბოლოს აღარც სუნთქავდა. ყველა შვილი ასე მოიქცეოდა _ ვიტირე. შემდეგ ჩემმა ძმამ შემთხვევით შეიხედა, დედაჩემი წამომჯდარი იყო და საწოლზე იჯდა. რომ მივედი და ვუთხარი, დედა რა იყო-მეთქი, მიპასუხა, კლინიკური […]

,,180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა! ჩვენი კაპიტანი!” – ვინ არის პილოტი, რომელმაც საქართველო ტრაგედია ააცილა

,,180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა! ჩვენი კაპიტანი!" - ვინ არის პილოტი, რომელმაც საქართველო ტრაგედია ააცილა

გუშინ საქართველო ტრაგედიას გადაურჩა. ,,აირზენას” თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შასი ვერ დახურა. თვითმფრინავმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. მანამდე ორი საათი თბილისის თავზე იფრინა, ავზი რომ დაეცალა, რადგან ამ დროს აფეთქების რისკია. პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა და 180 ადამიანი გადაარჩინა, თემურ თოლომაშვილია. მისი შვილი, პატარა ნეკო სოციალური ქსელის ვარსკვლავია. მისი ვიდეოები […]

,,დედაჩვენმა არ იცოდა, რომ რუსა ავად იყო” – ქართველი პოეტი საფრანგეთში გარდაიცვალა

,,დედაჩვენმა არ იცოდა, რომ რუსა ავად იყო" - ქართველი პოეტი საფრანგეთში გარდაიცვალა

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ,,..ნაღალატევი სიყვარული მარტომ ვიგლოვე და ქვაზე მადლი ნამიანი ხელებით დავდე… დღეს კი მუზასაც გულის პირზე დამისვენებენ, ყველა ტკივილი, რათა ისევ ტკივილად მექცეს, წავალ და მხოლოდ გვირილები გამიხსენებენ… აღარ ვეწევი, აღარ ვსვამ და აღარ ვწერ ლექსებს…” ეს ლექსი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ქართველმა პოეტმა, რუსა მერაბიშვილმა, დაწერა. დაწერა და წავიდა. პოეტი 2 მაისს, აღდგომადღეს, […]