დღეს ცნობილი გახდა, რომ ,,ახალი პროფილის” ავტორმა და წამყვანმა, მაია ასათიანმა ტელეკომპანია ,,TV პირველი” დატოვა. ტელეკომპანიაში ადასტურებენ, რომ მათი გზები გაიყარა. დამატებით დეტალებზე კი არ საუბრობენ. ამის შესახებ კომენტარს არც მაია ასათიანი აკეთებს. 4 დღის წინ მან ინსტაგრამზე დაწერა: ,,ისევ გზის დასაწყისში”. ტელეკომპანიის დატოვების სავარაუდო მიზეზი ფინანსური ხარჯებია.
კატეგორია: მოზაიკა
,,შვილივით გაზრდილი მგელი წამართვეს, უჩემოდ ვერ გაძლებს!..” – რას ყვება კაცი, რომელმაც ცხოველს ალკოჰოლი ხახაში ჩაასხა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე კახა წიქარიშვილს შვილივით გაზრდილი მგელი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ,,ფეისბუქში” გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცები მგელს პირში სასმელს ასხამენ. ახლა მგელი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში ცხოვრობს და პატრონი მის დაბრუნებას ითხოვს. კახა წიქარიშვილი ,,სარკეს” უამბობს: -ბებნისში მაქვს საკალმახე მეურნეობა. ბევრი ძაღლი მყავს და ერთი ლაბრადორი ტეხდა ყეფას, ჭალისკენ გარბოდა. გავყევი და ორი ლეკვი ვნახე. […]
,,ჩემს ცოლს და სიდედრს მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს, მე მოსაკლავად დამდევდნენ” – დავით სოკოლოვის რთული ცხოვრების გზის დასასრული
ცნობილი ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობარი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. დავით სოკოლოვს ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. ის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულების გამო დაისაჯა. ტელევიზიას ჩამოაშორეს, დევნილად აქციეს. წლების განმავლობაში მოხუცთა ჰოსპისში მოუწია ცხოვრება. ამის მიზეზი სამოქალაქო ომის დროს დამწვარი ბინა იყო. -სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც […]
,,ყველაზე მწარე დღე გაგვითენდა, ჩემო ტკივილო…” – ხაშური 17 წლის ლადო ბაბლიძეს გლოვობს
ხაშურში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მე-12 კლასის მოსწავლე, ლადო ბაბლიძე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ,,ყველაზე მწარე დღე გაგვითენდა, უფალს ებარებოდე! სიტყვები არ გვაქვს, ეს სიმწარე რომ გამოვხატო. მიყვარხარ, ჩემო ტკივილო ბიძაშვილო”, – წერს მარიამ ბაბლიძე. ,,ვერ ვიჯერებ, გული მომიკვდა. რატომ, ღმერთო, რატომ…”, ,,ხომ შეიძლება ეს ყველაფერი სიზმარი იყოს”, ,,ვუყურებ და კიდევ არ მჯერა. […]
,,ძალიან მძიმე იყო ლია ხორბალაძესთან მისვლა და სამძიმრის თქმა”
ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ ,,მზიურს” გამორჩეული წევრი ჰყავდა – ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით – ლია ხორბალაძე, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. გავიდა წლები და ეს გოგონა შემდგარი ქალი გახდა – საქმიანობით, ოჯახით. სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი ,,ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა ,,მზიურელი” დრამერი. ამ პოზიტიურ ადამიანს 3 […]
დათო მაღრაძე: ,,ჯაბა იოსელიანი მომხიბვლელი ადამიანი იყო, გაოცებული ვიყავი მისი სიმამაცით”
დათო მაღრაძე: ,,ამ ჩემს თანამდებობას (კულტურის მინისტრობას) ბევრი ჭორ-მართალი ახლდა. სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა. ყველა თანამდებობრივ საკითხს შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი წყვეტდნენ. მინისტრობის მსურველიც ბევრი იყო. კანდიდატებმა ერთმანეთი თავად ჩააგდეს. ბოლოს შევარდნაძეს უთქვამს, იქნებ ახალგაზრდა თაობაში იპოვოთ ვინმე, ძველ საქმეებში გაუსვრელი და კულტურასთან დაახლოებულიო. ჩემთვის ფრიად პატივსაცემმა ელდარ შენგელაიამ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა და ჩვენი […]
ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა
მომღერალ ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა. ის ორი თვის განმავლობაში ებრძოდა კოვიდით გამოწვეულ გართულებებს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ,,ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ კოვიდ -19-ით. დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. აი, შედეგიც შესაბამისად განვითარდა, დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძალიან მძიმედ არის და ჯერ ისევ ურთულეს […]
არჩილ გამზარდია: ,,ასეთი კარგი გოგო წაგვართვა კოვიდმა”
,,ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი, ჩემო ძმაო” – დაწერა ტელეწამყვანმა და ანალიტიკოსმა, არჩილ გამზარდიამ. გარდაცვლილი 33 წლის ქალია. რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე ფეისბუქში წერდა: ,,ჩემი სიყვარული, ჩემი სული და ჩემი გული, როგორ მენატრები, სიყვარულო. ღმერთო, შენ განკურნე და ჯანმრთელი დამიბრუნე, უფალო, გემუდარები”. ექიმების თქმით, კლინიკაში როცა შეიყვანეს, უკვე […]
,,არც ერთი ბავშვი არ მანდე, არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ!…” – ნატო ფხაკაძის ტყუპები გარდაიცვალნენ
ნატო ფხაკაძე 10 წლის განმავლობაში ელოდებოდა შვილს. ეს ოცნება როგორც იქნა, აუხდა, ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ… ნატოს კოვიდით დაინფიცირდა. ტყუპები გააჩინა, მაგრამ თვითონ გარდაიცვალა. ბავშვები ერთ თვეზე მეტი იბრძოდნენ სიცოცხლისთვის, მაგრამ დღეს თავის დედიკოსთან წავიდნენ… ,,არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ, რატომ, რატოომ!“, – წერს სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის ბიძაშვილი, თეო ცქიტიშვილი.
,,ნიკომ ძალიან საყვარელი ადამიანი იპოვა, მასთან ბედნიერი იყო” – ნიკა კვარაცხელია დაქორწინებას აპირებდა
,,ნიკომ ძალიან საყვარელი ადამიანი იპოვა თავის ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი იყო. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რომ აბედნიერებდა”, – თქვა სასტიკად მოკლული ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას მეგობარმა გიორგი გაბუნიას გადაცემაში. გოგონა, რომელიც უნიჭიერეს ნიკა კვარაცხელიას აბედნიერებდა და მომავალსაც ერთად გეგმავდნენ, ,,ფორმულას” ეთერში ამბობს, რომ მის დაწყებულ საქმეებს ოჯახი გააგრძელებს. „ნიკოს დაწყებულ საქმეს ოჯახი გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე […]











