ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემა ,,დღის სტუმარში” მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა: -საკითხი დგას ასე, ჩვენ ვართ ველური ტომი, კანიბალები, რომლებიც სახლახოდ ითხოვენ პრეზიდენტის სისხლს თუ ვართ ადამანები. აქ რომ მოვდიოდი, მახსენდებოდა ირინა ენუქიძე, რომელსაც შვილი მოუკლეს. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს გიული ალასანიას გვერდით იჯდებოდა. მე ამის მჯერა. კბილი კბილის წილ და სისხლი სისხლის წილ ჩვენ […]
კატეგორია: მოზაიკა
ექიმი: ,,რა მჭირს, რატომ ვიხრჩობიო, მეკითხებიან… პალატიდან გამოსვლას ვერ ვასწრებ, რომ სატურაცია ნახევრდება”
ახალგაზრდა ექიმი გივიკო გიორგაძე იმ კოშმარზე წერს, რასაც კლინიკაში ყოველდღე უყურებს. ,,დღეს, როგორც ყოველთვის, კოვიდ თერაპიაში ვმორიგეობ, 10 ერთმანეთზე მძიმე პაციენტი მყავს, პალატიდან გამოსვლას ვერ ვასწრებ, რომ სატურაცია ნახევრდება, სუნთქვა უხშირდებათ და ერთიანად ფითრდებიან: ,,რა მჭირს? რატომ ვიხრჩობი?” – ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ერთია: ,,თქვენ კოვიდი გაქვთ!”. თუმცა ცხადია, ამას პაციენტს ვერ ეტყვი: ,,არაფერია, კარგად […]
,,ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად”
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს. -მინდა გითხრათ, რომ ღირსების დღეა 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა. არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, იმიტომ, რომ ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. […]
,,არ აგარევინებთ” – აქცია ანთებული სანთლებით დასრულდა
პარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართული აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა. აქციაზე მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ვინც, მათი თქმით, წინა ხელისუფლების დროს რეჟიმს შეეწირა. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე […]
ოპერის ვარსკვლავების მიმართვა: ,,არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, გამოიჩინეთ ჰუმანიზმი და გადაარჩინეთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე”
მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები, გიორგი გაგნიძიე და შალვა მუქერია იმ ადამიანებს მიმართავენ, რომლებსაც დღევანდელი სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ _ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პატრიარქს. ,,დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქვეყნის, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ჩვენი სახელმწიფოს […]
ციხეში განგაშია, ექიმები გამოიძახეს – ,,შეიძლება მესამე პრეზიდენტი დავკარგოთ”
,,პირველის” ინფორმაციით, ციხეში განგაშია. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის. ციხის ადმინისტრაციამ ,,ვივამედის” ექიმები გამოიძახა. მისი მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე უარი თქვა. მას ძლიერი თავის ტკივილები აქვს. ციხესთან მისი გულშემატკივრები არიან შეკრებილები. მიხეილ სააკაშილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეა შესული. ისინი მის გამოსვლას ელოდებიან. -შეიძლება მესამე პრეზიდენტი დავკარგოთ. შეიძლება მის ჯანმრთელობას […]
მერაბ კოსტავამ 13 თვე იშიმშილა, მას ხელოვნურად კვებავდნენ – ,,და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, შეუნელებელს განიცდის შიმშილს (სტრიქონები მერაბ კოსტავას ლექსიდან ,,შიმშილობა””
საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ 13 თვეზე მეტი იშიმშილა. ირკუტსკში გადასახლებულმა 1984 წელს უვადო შიმშილობა გამოაცხადა და ეს შიმშილობა გაგრძელდა ზუსტად წელიწადი და თვენახევარი. მას საბჭოთა ხელისუფლება ხელოვნურად კვებავდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია წერს: ,,მერაბ კოსტავამ ირკუტსკის ლაგერში 13 თვეზე მეტხანს იშიმშილა, იმის ხარჯზე, რომ მას ხელოვნურად კვებავდნენ. ეს მის ვრცელ […]
გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო – ,,ბოსტნეულიც გამიყიდია ბაზარში”
ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო. ,,ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ღირებულებებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს. მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, არ მქონია დალხენილი ბავშვობის წლები. იყო პერიოდი, როდესაც ჩემს ოჯახს უჭირდა და ბაზარშიც ვმდგარვარ სავაჭროდ და ბოსტნეულიც გამიყიდია. როცა ზაფხულში სხვები არდადაგების ბავშვურ სილაღეებზე წერდნენ, მე გასახსენებელი კარგი არაფერი მქონდა. ერთადერთი, რაც მაძლიერებდა […]
ბაღდათის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა – ის 4 შვილის მამა იყო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 38 წლის მამუკა გორგოძე კორონავირუსით გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე კორონავირუსს შინ მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მამუკა გორგოძე ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“თავმჯდომარე იყო, ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი საკრებულოში პარტიიდან […]
ნიკოლოზ ყიფშიძე: ,,არ ვიცი, რა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს”
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს ჭამს, მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ასე უპასუხა: -მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა. მე არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია.











