„სარკე“, ირინე მჭედლიძე „ცხოვრებაში ყველას ჩვენი ფუნქცია გვეკისრება. ზოგს – წამებულის, ტანჯულის, ზოგს კი ბედნიერი კაცის ფუნქცია აქვს. უფალმა ბიბლიური იობის ბედი მარგუნა, მასავით ვიტანჯები. ეს არის ერთგვარი გამოცდა – ღვთის საგმობი სიტყვა წამოგცდება თუ პირიქით, უფალს მადლობას შესწირავ, რომ ამ გამოცდის ღირსი გაგხადა. ღვთის მადლობელი ვარ, ამ გამოცდის ღირსად რომ ჩამთვალა და ამდენი ტანჯვა […]
კატეგორია: მოზაიკა
ზაზა ურუშაძე: „როცა კინოს არ ან ვერ ვიღებ, საშინლად ვარ“
იღბლიანი კინორეჟისორი წელს 60 წლის უნდა გამხდარიყო
„სარკე“ 2019 წლის 7 დეკემბერს ქართველი საზოგადოება შეძრა ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ის თბილისში, ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა და შეუძლოდ ამ დროს გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ზაზა ურუშაძე 54 წლის იყო. ის დამდგმელი რეჟისორია საქართველოში ბოლო ორ ათწლეულში გადაღებული საუკეთესო ფილმებისა: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, „აქ თენდება”, […]
სალომე ბაკურაძის და ლაშა ბასლანძის ბედნიერი სიყვარულის ამბავი და ტრაგედია
„ვცდილობთ, ჩვენი სიყვარული მაქსიმალურად ვაჩვენოთ შვილსაც“
„სარკე“ „გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები. აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად […]
„ფანჯარასთან მტრედები მოდიოდნენ, ქრისტი ეფერებოდა და ამბობდა, ჩემი შვილები მოვიდნენო“
საბერიოს ტრაგედიის გაგრძელება
„სარკე“ 2025 წლის 5 იანვარს, გამთენიისას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა გალში, სოფელ საბერიოში _ ჭოლარიების სახლში 5 ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა. ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე პატარა კი _ 1 წლის… მათ მშობლებს, ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, ამ ტრაგედიამდე კიდევ ერთი შვილი სამშობიაროშივე გარდაეცვალათ. წარმოუდგენელი ტრაგედია ბავშვების მშობლების ურთიერთობაზეც აისახა. მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, როგორ […]
ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა – „შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო!“
ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ. ლაშა ბასლანძეს ბოლო პოსტი 17 საათის წინ აქვს გამოქვეყნებული იტალიიდან. ის საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. ლაშა ბასლანძე მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი იყო. „შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში […]
გურამ ლორთქიფანიძე: „ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა“
საიდუმლო, რომელიც ლორთქიამ „სარკესთან“ გაამხილა
„სარკე“, ირინე მჭედლიძე მაშინაც შემოდგომა იდგა. თბილი, მაგრამ წვიმიანი დღე იყო. წინა დღით მსახიობმა გურამ ლორთქიფანიძემ, ახლობლებისთვის უბრალოდ ლორთქიამ, მითხრა, რომ სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის კუთხეში დამელოდებოდა. ვჩქარობდი, 70 წელს გადაცილებულ მსახიობთან შეხვედრაზე არ უნდა დამეგვიანა. 10 წუთით ადრე მივედი. ჩემი რესპონდენტი კი უკვე მელოდებოდა. ღია ყავისფერი, თხელი პალტო ეცვა და ხელში უზარმაზარი, შავი ქოლგა ეჭირა… […]
ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით „ღამის სერენადები“ წარმატებით ჩატარდა
მასიმილიანო დ’ანტუონო: „იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ქართველი მაყურებელი კიდევ არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება“
„სარკე“ წელს, აგვისტო-ოქტომბერში, საქართველოში ტრადიციულად ჩატარდა გენიალური ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით არის გამორჩეული. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. „ღამის სერენადების” ფარგლებში, საერთო ჯამში, ექვსი კონცერტი ჩატარდა სამ ქალაქში _ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ფესტივალი 20 აგვისტოს […]
„მომავლის ვარსკვლავების” კლასიკური მუსიკის საფესტივალო ტურნე
საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის”, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების” საკონცერტო ტურნე გამართა, მასტერ-კლასების, ღია გაკვეთილების და მეთოდური ლექციების თანხლებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ „მომავლის ვარსკვლავების” პრიზიორები და ლაურეატები. მასტერ კლასები ფორტეპიანოში, ვოკალში, სიმებიანსა და ჩასაბერ ინსტრუმენტებში ჩაატარეს პროფესორ მასწავლებლებმა „მომავლის ვარსკვლავების” ჟიურის […]
ქართული პოეზიის მთის ნიავი მესხეთის მიწაზე ჩაცხრილეს
"თურქი ასკერების ტყვიები რომ ასცდენოდა 1919 წელს, ქართველი წითელი არაკაცების ტყვიებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა 1937 წელს"
„სარკე“, ნანა კობახიძე ქართულ პოეზიას ჰყავს თავისი “ღიმილის ბიჭი” – გრიგოლ მეგრელიშვილი, ფსევდონიმით მთის ნიავი (1898-1919), რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ, 20-21 წლის ასაკში, დაასრულა სიცოცხლე – სამშობლოს თავისუფლებას შესწირა. მისმა პოეზიამ ბოლომდე ვერ მოასწრო ფრთების გაშლა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ბევრი კლასიკამდე ამაღლებული ლექსი დატოვა. საბჭოურ პერიოდში ჩრდილში დააყენეს და კარგახანს ასეც დარჩა, მაგრამ ნათელი კვალი, რაც […]
მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ ოსკარზეა წარდგენილი
ქართველი რეჟისორი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია!
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია! მისმა დოკუმენტურმა ფილმმა „კაცების მიწა“ მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „სარაევოს გული“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. ფილმი სვანეთში, სოფელ უშგულში არსებულ ტრადიციებს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი მემკვიდრეობის საკითხში უთანასწორო დამოკიდებულებას აპროტესტებს. ფესტივალის გამარჯვებული ავტომატურად წარდგება ოსკარის და ევროპული კინოაკადემიის ნომინაციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ „კაცების მიწა“ ოფიციალურად წარდგენილია ოსკარზე! […]











