ახალი წელი კარს მოგვადგა. საქართველოში გოზინაყი და საცივი უხვად იქნება, აგრეთვე ღვინო… დილით ნაბახუსევი და საღამოს მთვრალი ხალხი. შემდეგ ეს ორომტრიალი ჩაცხრება და ჩვეულ კალაპოტში გავაგრძელებთ ცხოვრებას. საინტერესოა, როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს, სადამდე სწვდება ადამიანთა ფანტაზია და რამდენად სახალისოა ესა თუ ის ტრადიცია. საბერძნეთი საბერძნეთში, ისევე როგორც საქართველოში, ახალი წელი წმინდა ბასილის […]
კატეგორია: მოზაიკა
,,ბეკინას ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, რომ ბებერი იყო” – სასკოლო მარგალიტები
,,ჩვენი სისხლი რომ ლაპარაკობდეს, მოგვიყვებოდა როგორები იყვნენ ჩვენი წინაპარები და რატომ არის მხოლოდ ჩემს სანათესავოში ერთი სისხლის ადამიანები და სხვებში – ბევრნაირი”. მე-7 კლასი ,,ბეკინას ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, რომ ბებერი იყო და მაინც ქალი უნდა მოეტაცებინა თავისთვის”. მე-8 კლასი ,,ალექსანდრე ყაზბეგს ბავშვობაში კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და ცხვარებთან ადგებოდა ფრანგულად ლაპარაკის დროს”. მე-5 კლასი […]
,,მგზავრის წერილების უცნობი ავტორი ცდილობს, ქართველები ერთმანეთთან დააკავშიროს” – სასკოლო მარგალიტები
,,ჩვენი დამრიგებელი სკოლის ექიმია და სწავლის მაგივრად გვმკურნალობს”. მე-7 კლასი ,,სპეციალისტებს და დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ცივ ამინდში აჯიკა, წიწაკა და ნიორი უნდა ვჭამოთ. ამის შემდეგ კარგ განწყობას მწარე შოკოლადი დაგვიბრუნებს”. მე-8 კლასი ,,ტყუპები ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ თითების ანაბეჭდები მაინც არ უმეორდებათ და ამით შეიძლება მშობელმა ისინი ერთმანეთისგან განასხვავოს”. მე-6 კლასი ,,საფეხბურთო სკოლაში ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, […]
შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი – 25 კითხვიდან რამდენს გასცემთ სწორ პასუხს
შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი. 25 კითხვიდან რამდენს გასცემთ პასუხს. I რაუნდი რა ჰქვია პოლონეთის პარლამენტს? რა ჰქვია თევზსაჭერ გემს? რა ჰქვია სამახსოვრო ნივთს? რისი სახეობაა სუბმარინა? რას ეძახიან გამქრალის ნაშთს? II რაუნდი რომელ ხანაში იყო გავრცელებული დინოზავრი? რა ჰქვიათ მორიელებს, ობობებსა და ტკიპებს ერთად? არაქისისა და არაუკარიას შორის რომელია ხე? რას ნიშნავს აპრიორი? რას ეძახიან ფულის […]
,,ვეფხისტყაოსანი” უკვდავმა ვაჟა-ფშაველამ დაწერა” – სასკოლო მარგალიტები
,,ვეფხისტყაოსნის” ცნობილი ავტორი და წამყვანი შოთა რუსთაველი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა”. მე-8 კლასი ,,ვეფხისტყაოსანი” უკვდავმა ვაჟა-ფშაველამ დაწერა”. მე-8 კლასი ,,ეს ლექსი დაბალი და მაღალი ტონალობით უნდა წავიკითხოთ ტონების მიხედვით”. მე-6 კლასი ,,სალექსო მეტყველებაში აუცილებელია ბგერების სწორად და ლამაზი შეხამებით გამოთქმით წარმოთქმა”. მე-6 კლასი ,,მწერალმა ამ უაზრო ბგერებით მშვენიერი ლექსი შექმნა. ამ ლექსში გადმოცემულია შემდეგი […]
მიშელ ობამამ დემნა გვასალიას ჩექმა და ყვითელი კაბა ჩაიცვა
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში საკუთარ წიგნზე სასაუბროდ Balenciaga-ს 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმით და ყვითელი კაბით მივიდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. კაბა Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა. იმედინიუსი
რატომ დასცინიან ორსულ მეგან მარკლს
2018 წლის Fashion Awards-ის ცერემონიაზე გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არ წყდება ჰერცოგინიაზე მითქმა-მოთქმა. ინტერნეტ მომხმარებლებს უჩვეულოდ მოეჩვენათ პრინცი ჰარის ორსული მეუღლის ჟესტები. ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში ჰერცოგინია ნარცისიზმში დაადანაშაულეს და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მას მუცელზე წარა-მარა ხელის მოკიდებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა საკუთარი პერსონის მიმართ. “მეგან, ჩვენ ვიცით, რომ ორსულად ხარ!”, მეგანი ხელებს არ აშორებს მუცელს, […]
ტირანი ქმრისგან გაიქეცით
ნებისმიერი ქალი თხოვდება იმ რწმენით, რომ ქმართან დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს, მაგრამ ოჯახური ცხოვრება შეიძლება კოშმარად იქცეს, თუ საყვარელი მამაკაცი ტირანი აღმოჩნდება. გამოსავალი ერთია – უკანმოუხედავად გაიქეცით. თუმცა ასეთი მამაკაცისგან თავის დაღწევა არც ისე იოლია. ურთიერთობის დასაწყისში ტირანი თავს მზრუნველ პარტნიორად გაჩვენებთ. ზრუნვა თანდათან მოთხოვნაში, ეჭვიანობაში, სიმკაცრეში, შემდეგ კი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში გადადის. იმედი […]
”მელანიამ თმები ქმრის საღებავით შეიღება” – რატომ დასცინიან ამერიკის პირველ ლედის
სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ დონალდ ტრამპის მეუღლის მელანიას თმის ახალ ფერს. ფოქს ნიუსის ეთერში მელანია თმის მისთვის უჩვეულო ფერით გამოცხადდა. კომენტარები განსხვავებული იყო. ბევრი წერდა, რომ მელანიამ გადაწყვიტა ივანკა ტრამპს დამსგავსებოდა. სხვები ხუმრობდნენ, რომ მელანიას პარიკი ეხურა, ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ მელანიას შესაძლოა საღებავები აერია და შემთხვევით თმა მეუღლის საღებავით შეიღება.
გარდაცვლილისგან გადანერგილი საშვილოსნოთი მსოფლიოში პირველი ბავშვი გაჩნდა
ბრაზილიაში ქალს გარდაცვლილი ადამიანისგან საშვილოსნო გადაუნერგეს, რომლის დახმარებითაც მან ბავშვი გააჩინა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით ბავშვი დაიბადა. ბიბისის ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელია. ტრანსპლანტაციის ოპერაცია სან-პაოლოში მდებარე საავადმყოფოში, 10 საათის განმავლობში მიმდინარეობდა. ოპერაცია 32 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. მანამდე ქალს ტრანსპლანტაციის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლო. ბოლო […]









