„სარკე“, რუსუდან ადვაძე ქუთაისში ყველაზე ლამაზი ქალი გარდაიცვალა – ამბობენ ქუთაისში ექიმი ქალის, მაია გოგოლაშვილის, ამქვეყნიდან წასვლაზე. „ქუთაისში ყველა თაობის უსვეცკესი და ულამაზესი ქალი მაია გოგოლაშვილი, რომელზეც ყველა ქალაქელს ჰქონდა სწორება, გარდაცვლილა. ყველა ნაღდი თბილისელი და ყველა კარგი ქუთაისელი ქალიან-კაციანად ეტრფოდა მაია გოგოლაშვილს. მისი მომაჯადოვებელი ხმა, გარეგნობა, ინტელექტი არავისში განმეორდება. მაია გოგოლაშვილის გარდაცვალება რანაირად შეიძლებოდა?! […]
კატეგორია: მოზაიკა
დათო ლიკლიკაძე: „ბევრი ქალბატონი მაია გოგოლაშვილობდა, ყველა მას ბაძავდა”
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ტრავმის შემდეგ
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრები მთელი დღეა, სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობია გამო ღელავენ. ნიუკასლის წინააღმდეგ 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი იძულებით დატოვა. მან ფეხის ტრავმა მიიღო. ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. GEO TEAM-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს 2 კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი.
,,იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც მწუხარებისას გვერდით გვედგა”
„ლადო 58“ – დაწერა მომღერალმა ეკა კახიანმა სოციალურ ქსელში და გარდაცვლილი ძმის ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობ იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ვაჟი 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონი ფლორა „სარკის“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: -მეც და იმედოც სულ ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც ჩვენი მწუხარების დროს ჩვენ გვერდით იდგა, ვინც ცხოვრების გზაზე გვიმეგობრა, ვინც კეთილი სალამი […]
კირა ანდრონიკაშვილი: „თამარის გარდაცვალება უცნაურად გავიგეთ, სიზმარი ვნახე..“
„სარკე“, ლიკა ოსაძე მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი „სარკესთან“ ყვება დედის მამიდაზე, რომლის ბედიც საქართველოს ბედს ტრაგიკულად გადაეჯაჭვა: _ დედაჩემის მამიდა, თიკო ჯორჯაძე, 1924 წელს იძულებული გახდა, საფრანგეთში წასულიყო. მას ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. საფრანგეთში რომ მიდიოდა, 16 წლის ძმამ, გოგი ჯორჯაძემ, ანუ დედაჩემის მამამ, გააცილა. თბილისიდან ჯერ ბათუმში ჩავიდა, მერე _ სტამბოლში, იქიდან პარიზში გადავიდა. ბათუმში […]
„სამი შვილი მარტომ გავზარდე პატიოსნად, ქმარი კი ციხეში მყავდა თხუთმეტწლიანი სასჯელით“
დედა-შვილის ანრი ჯოხაძის და რუსუდან ჩხაიძის გულწრფელი ინტერვიუ „სარკეში“
„სარკე“ „ანრი ყოველთვის მომთხოვნი იყო ჩემ მიმართ, მეტს მთხოვდა“, _ გვითხრა სამი შვილის დედამ, კომპოზიტორმა რუსუდან ჩხაიძემ, როცა მასთან და მის ვაჟთან, მომღერალ ანრი ჯოხაძესთან, ერთობლივ ინტერვიუს ვწერდით. ეს იყო წლების წინ. ცოტა ხნის წინ კი ანრიმ დაწერა _ „გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ და ამით საზოგადოებას უძვირფასესი ადამიანის, დედის, გარდაცვალება ამცნო. ამ სამწუხარო ამბავმა უამრავ ადამიანს […]
„ედუარდ შევარდნაძე ყვიროდა, ოღონდ ეს ქალი მომაშორეთ და „სპარტაკი“ კი არა, ყველა კინოთეატრი გადაეცითო“
ქალბატონი რთული ხასიათით, რომელმაც თეატრალურ სამყაროში მრავალი ადამიანის ბედი სასიკეთოდ შეცვალა - ეთერ გუგუშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
„სარკე“ „სარკემ“ შეკრიბა მოგონებები ქალზე, რომელმაც ქართულ თეატრალურ სივრცეში არა მხოლოდ პროფესიული კვალი დატოვა, არამედ მთელი თაობების აზროვნება, გემოვნება და დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ეს გახლდათ ეთერ გუგუშვილი _ თეატრთმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი. 24 დეკემბერს მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ მისი სტუდენტები, მსახიობები, რეჟისორები… „სარკის“ ახალ ნომერში […]
ციალა გურგენიძე: „გაჭირვებამ ოცნებაზე უარი მათქმევინა”
როგორ გადაიღეს ცუცას და ქეთო ყარაულაშვილის როლებში, როგორ გადაურჩა ბავშვობაში ჩამოხრჩობას და რატომ არ ელაპარაკებოდა მამა 10 წელი კომიკოს მსახიობს
„სარკე“ „სარკის“ ოქროს არქივში ინახება ინტერვიუ იმ მსახიობთან, რომელსაც ყოველ ახალ წელს ტელეეკრანზე გურამ პატარაიას გენიალურ კინოკომედია „კუჩხი ბედინერში“ ვუყურებთ. საქართველოში ახალი წელი ისე არ დგება, ეს ფილმი არ აჩვენონ. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი, ცუცა, ფილმის გასვლის დღიდანვე პოპულარული გახდა. შემდეგ კი ფილმში „სიყვარული ყველას უნდა” ქეთო ყარაულაშვილის როლი ითამაშა. მუსკომედიის სცენაზე კი 200-მდე როლი […]
მამა აკაკის ცხოვრების გზა და უკანასკნელი დღეები
მოძღვარი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა, ტაძრის ეზოში მის მიერ დარგული ხის ძირში დაკრძალეს
„სარკე“ „სარკის“ არქივში ინახება უნიკალური ინტერვიუ მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკი მელიქიძესთან, რომელშიც ის ყვება, თუ როგორ, რა ვითარებაში დაიწყო კვეთებულის ლოცვების კითხვა. „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“, _ გვითხრა მამა აკაკიმ. სამწუხაროდ 20 დეკემბერს ეს განსაკუთრებული მადლის მქონე მღვდელი გარდაიცვალა… მისი მოღვაწეობასა და […]
„ნინო რამიშვილს არ მოსწონდა ჩემი და თენგიზის ასეთი გატაცება ერთმანეთით, ანსამბლში ეს აკრძალული იყო”
რას უყვებოდა ინგა თევზაძე „სარკეს“ თავის დიდ სიყვარულსა და ლეგენდარულ ოჯახზე
„სარკე“ 24 დეკემბერს ქართველი მოცეკვავეების გამორჩეულ თაობას ნამდვილი ვარსკვლავი გამოაკლდა. ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქართული ნაციონალური ცეკვების ლეგენდების, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის, ერთადერთი ვაჟის, თენგიზ სუხიშვილის, ცოლი გახლდათ. „სარკის“ არქივში ინახება მისი ინტერვიუ, რომელიც იმ დროს არის ჩაწერილი, როცა მისი ოჯახიდან უკვე წასული იყვნენ ძვირფასი ადამიანები, მაგრამ ქალბატონი ინგას გვერდით იდგა […]
„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ – ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა
კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. „გამიფრინდა ჩემი ბედნიერება. მიყვარხარ, დედა“, – დაწერა მუსიკოსის შვილმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ. „დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა, როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით. ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა. მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, […]











