ახალგაზრდები, სანამ ცხვირს არ წაიმტვრევენ, არაფერს გვიჯერებენ. თუმცა არც მერე იკლავენ დიდად თავს, რომ შენი რჩევა გაითვალისწინონ და სასიკეთოდ გამოიყენონ. რძლები ძალიან ცდებიან, როცა დედამთილებს მტრებად აღიქვამენ. როგორ შეიძლება საკუთარი შვილის ცოლი მტრად მიიღო?! შეიძლება ასეთი რაღაცები კი ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, იშვიათად. მგონია, რომ კონფლიქტების წამოწყებაში დიდი წვლილი სწორედ ახალგაზრდებს, ამ შემთხვევაში რძლებს მიუძღვით. […]
კატეგორია: გულახდილი
“რაც ბებია ჩვენთან გადმოვიდა, ოჯახი აგვირია”
გამარჯობა! ამ წერილს 17 წლის გოგო გწერთ. ჩემმა მშობლებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ბებიას, მამის დედას, დათანხმდნენ, რომ სახლი გაეყიდა და საცხოვრებლად ჩვენთან გადმოსულიყო. ბებია სოფელში ცხოვრობდა. მამას სულ საყვედურობდა, ერთადერთი ბიჭი მყავხარ (ქალიშვილიც ჰყავს), მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ, შენი იმედი ტყუილად მქონდაო. პაპა რაც გარდაიცვალა, ყოველდღე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, მამაჩემი კი […]
“მშობლებმა იდუმალი სანტას თამაშისთვის დამსაჯეს”
გამარჯობა! ამ წერილს 13 წლის ბიჭი გწერთ. სკოლაში ყველა კლასში თამაშობდნენ იდუმალ სანტას და მე და ჩემმა კლასელებმაც გადავწყვიტეთ, საახალწლოდ ერთმანეთი გაგვეხარებინა. მშობლებს ვუთხარით, რომ 5 ლარის ფარგლებში უნდა გვეყიდა საჩუქრები. მე ისეთი გოგოს სანტა აღმოვჩნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვეუბნები. გადავწყვიტე, მისთვის ძალიან კარგი საჩუქარი გამეკეთებინა. ფულს ვაგროვებდი, ამიტომ იქიდან 50 ლარი ავიღე […]
“დედას ნამცხვრებს ფანჯრიდან გადავუყრი – რძალი არ შეარცხვინა, მე კი დამიკიდა”
დედამ “მშვენიერი” საახალწლო განწყობა შემიქმნა. თავი რომ გაეხეთქა ფიქრით, ჩემთვის რა სიურპრიზი გაეკეთებინა, ამაზე “კარგს” ვერაფერს მოიფიქრებდა. მშობლები იმაზე ფიქრობენ, შვილებს ახალი წელი როგორ გაულამაზონ, დედაჩემმა კი ყველაფერი ჩამამწარა. ისე მომექცა, თითქოს მისი შვილი კი არა, მტერი ვიყო. ძალიან კარგად იცის, რა გამიხარდება და რა – არა, მაგრამ ჩემი გაბედნიერება სულაც არ აინტერესებს. საერთოდ არ […]
“საუკეთესო მეგობარმა შეყვარებული წამართვა… ახლა მე ქმარს ვართმევ…”
“ხშირად ვკითხულობ აქ თქვენი მკითხველების მიერ მონათხრობ ამბებს და მეც გამიჩნდა ჩემი ამბის გაზიარების სურვილი. არ გამკიცხოთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მირჩიეთ რამე ან გამამხნევეთ და მითხარით, რომ თქვენც ყოფილხართ ჩემს დღეში… მე და ლიკა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და გამუდმებით ერთად ვიყავით. ბევრს უკვირდა, ჩვენ გარშემო – რადგან მე საკმაოდ უბრალო ოჯახიდან გახლავართ, […]
“ახალი წელი მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ ლიფტში სხვას შევხვდი და …”
პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მე და ათუკა ერთად უნდა შევხვედროდით. ასეთი გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და მეც სიხარულით დავთანხმდი. ათუკა სოციალურ ქსელში გავიცანი. მაღალი, სიმპათიური ბიჭი იყო. გემოვნებიანად იცვამდა და როგორც კი დავინახე, მომეწონა. ერთმანეთს ექვსი თვე ვხვდებოდით და ძალიან გამიხარდა, როცა ახალი წლის შეხვედრა მასთან შინ შემომთავაზა. მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მარტო ცხოვრობდა. როგორც […]
ბიძაშვილებს შორის სიყვარული ტრაგედიით დამთავრდა – “გთხოვთ, მის გვერდით დამასაფლავოთ”
ეს ამბავი დიდი ხნის წინ, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. წლების განმავლობაში ამის შესახებ არავინ იღებდა ხმას, მაგრამ პირობითად ქალბატონმა ვერიკომ 25 წლის მერე დაარღვია დუმილი. – ქალბატონო ვერიკო, რატომ გადაწყვიტეთ ამდენი ხნის მერე საიდუმლოს გამხელა? – იმიტომ, რომ ეს ცოდვა ჩემს ოჯახს დიდი ხანია, რაც აწევს და მინდა, როგორმე განვთავისუფლდე ამისგან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი […]
ქალი საწოლის ქვეშ დაიმალა, რათა ქმრის ღალატისთვის თვალი ედევნებინა…
ჩვენი გმირის სახლში ასეთი სიტუაციაა: ქმარი დღედაღამ სამსახურის საქმეებზეა და სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდის. ცოლის სიყვარულისთვის დრო საერთოდ აღარ აქვს, არადა ქალს ეს სჭირდება. სამსახურსაც ვერ მიატოვებს, არსებობისთვის ფული ხომ უნდათ? მოკლედ, წყვილის ურთიერთობაში ვნება აშკარად განელდა. ცოლი გაუგებრობაშია, ამიტომ ქმრის შემოწმება გადაწყვიტა. მან ქმარს წერილი დაუწერა: „ყველაფერი დამთავრდა, ჩვენი სიყვარული დიდი ხანია, მოკვდა. მე […]









