„ჩაქაფული რაიკომის მდივნის საამებლად შეიქმნა თბილისში! ნუ იჩემებთ ზოგიერთი კუთხის შვილები“

„ჩაქაფული რაიკომის მდივნის საამებლად შეიქმნა თბილისში! ნუ იჩემებთ ზოგიერთი კუთხის შვილები“

„ზოგიერთი კუთხის შვილები ნუ იჩემებთ კერძს ,,ჩაქაფულს”. იგი შექმნა თბილისში

მდებარე რესტორან ,,სამადლოს” მზარეულმა, მუხიგულაშვილმა 1970 წელს (როგორც ამბობენ რომელიღაცა რაიკომის მდივნის საპატივცემულოდ და საამებლად).
ამას ადასტურებდა რესტორან ,,არაგვის” დირექტორი ოთარ იოსელიანი, აგრეთვე კულინარიის ცნობილი მცოდნე კიპრა ჩქარეული. ირიბი მტკიცებულება კი ის არის, რომ მანამდე გამოშვებულ კულინარიულ ცნობარებში ,,ჩაქაფული” და მისი რეცეპტი არ არის შეტანილი! ასე რომ, შეგარგოთ თბილისური კერძი!“ – წერს ედიშერ ოდიშარია.