პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ დაადასტურა სამწუხარო ინფორმაცია, რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
-რამდენიმე წუთის წინ ღვთივ განისვენა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს… ნუგეში არის ის, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი… – ბრძანა მეუფე შიომ.
პატრიარქი საქართველოს მწყემსთავარი 1977 წლიდან იყო…
„სარკე“ მთელ ერს უსამძიმრებს ამ უდიდეს დანაკარგს.

