მიუსაფარი ცუგების იმედი ავარიას ემსხვერპლა

მიუსაფარი ცუგების იმედი ავარიას ემსხვერპლა„ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა ყაველაშვილია. სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ინგა ყაველაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – ეს ინფორმაცია თავზარდამცემი აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რადგან ინგა ყაველაშვილი გამორჩეული ადამიანი იყო.
ინგა ფეისბუქგვერდით nino nino გაიცნო საზოგადოებამ.
ის უამრავი მიუსაფარი ცხოველის იმედი იყო. სახლში ათობით მიუსაფარი ძაღლი ჰყავდა შეფარებული, რომლებიც ქუჩიდან აჰყავდა, საკუთარი ფულით მკურნალობდა, ზრუნავდა და, რაც მთავარია, უდიდეს სიყვარულს ჩუქნიდა.
ის უბრალოდ ცხოველთა დამცველი არ იყო, ინგა მათთვის ცხოვრობდა. იშვიათად და მხოლოდ მძიმე შემთხვევებში აქვეყნებდა ანგარიშის ნომრებს, არასოდეს არავისგან ითხოვდა დახმარებას. სახლში შეფარებული ცხოველების გარდა გზებზე მიტოვებულ მიუსაფრებს ყოველდღე კვებავდა და ამას უდიდესი სიყვარულით აკეთებდა.
ინგა ყაველაშვილს დარჩა ერთი შვილი, მოხუცი დედა და ბევრი ოთხფეხა მეგობარი, რომლებსაც ოჯახის წევრებად თვლიდა და ბებოთი მიმართავდა.