სხეულის ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ყრია – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სხეულის ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ყრია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვსსხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ყრია – მძიმე სურათის ამსახველი ვიდეო TV პირველს სოფელ მელაურიდან გამოუგზავნეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.
„პირველების” განცხადებით, ირგვლივ დასახლებული პუნქტია. სოფელ მელაურში ამბობენ, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები დანგრეულ შენობაში გვიან ღამით მიაქვთ, რომ ვერავინ დაინახოს.
მას შემდეგ, რაც ადგილზე “პირველების” გადამღები ჯგუფი მივიდა, მიტოვებულ შენობასთან სოფლის რწმუნებული გამოჩნდა და შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო.
TV პირველი