სამარხვო შვრიის კატლეტის რეცეპტიინგრედიენტები:
300 გ შვრიის ფანტელი
200-300 მლ ადუღებული წყალი
1 დიდი ხახვი
1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1 /2ჩ.კ. უცხო სუნელი
2 კბილი ნიორი
ქინძი, ოხრახუში
სვანური მარილი
მარილი
წითელი დაფქული წიწაკა
2 კარტოფილი
1 ბულგარული ( სტაფილოც შეგიძლიათ,არ მქონდა)
მომზადების წესი:
1. შვრიის ფანტელს დავასხი ადუღებული წყალი, მოვურიე და დავასვენე, რომ აფუვდეს.
2. ხახვი, ნიორი, მწვანილი, კარტოფილი, ბულგარული დავაბლენდერე.
3. შვრიას შევურიე დაბლენდერებული ხახვი, ნიორი, მწვანილი კარტოფილი… დავაყარე 1/2 ჩ.კ. სუნელი, წითელი წიწაკა, სვანური მარილი, მარილი. ფორმის მიცემისას ხელს ვისველებდი, ფქვილი არ გამომიყენებია, არც საფანელი, შევბრაწე ზეთში. ტყემალი, ტომატის საწებელი და ეგაა.
ავტორი: ინგა ჩიქოვანი

