„ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ უნდა იყოს ცოლქმრული ურთიერთობა“ – თამუნა ლეკვეიშვილი

„ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ უნდა იყოს ცოლქმრული ურთიერთობა“ - თამუნა ლეკვეიშვილითა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი­სა და გიგი ოქ­რო­პი­რი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავი 20 წელზე მეტს ით­ვლის. ისინი სამის შვილის მშობლები არიან. ცოლ-ქმარს ერთი პრო­ფე­სია აქვს, მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. გიგი სიმ­ღე­რებს წერს, არან­ჟი­რე­ბებს აკე­თებს, მღე­რის…

_ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვნა­ხე პირ­ვე­ლად. მე სა­კომ­პო­ზი­ცი­ო­ზე ვსწავ­ლობ­დი, გიგი – ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტია. თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის გა­ორ­კესტრე­ბა მთხო­ვა, მო­გას­მე­ნი­ნე­ბო, შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ მი­ზე­ზით და­მი­ახ­ლოვ­და, – ასე აღწერს თამუნა ლეკვეიშვილი მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ერთ-ერთ ინტერვიუში.

– ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ უნდა იყოს ცოლქმრული ურთიერთობა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და სიყვარულით ვცხოვრობთ, – ყვება თამუნა „სარკის“ ერთ-ერთ ინტერვიუში.