„სარკე“
„ანრი ყოველთვის მომთხოვნი იყო ჩემ მიმართ, მეტს მთხოვდა“, _ გვითხრა სამი შვილის დედამ, კომპოზიტორმა რუსუდან ჩხაიძემ, როცა მასთან და მის ვაჟთან, მომღერალ ანრი ჯოხაძესთან, ერთობლივ ინტერვიუს ვწერდით. ეს იყო წლების წინ. ცოტა ხნის წინ კი ანრიმ დაწერა _ „გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ და ამით საზოგადოებას უძვირფასესი ადამიანის, დედის, გარდაცვალება ამცნო. ამ სამწუხარო ამბავმა უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. სოციალურ ქსელში ათიათასობით ადამიანი უსამძიმრებს ქალბატონი რუსუდანის ოჯახს, შვილებს, მათ შორის არის ჟურნალ „სარკის“ რედაქციაც.
„სარკის“ ახალ ნომერში გთავაზობთ ჩვენს არქივში შენახულ ინტერვიუს რუსუდან ჩხაიძესა და ანრი ჯოხაძესთან. დედა-შვილი ყვება:
რუსუდანი: ყველაფერში ვეხმარებოდი, რაც აინტერესებდა, ბიძგს ვაძლევდი. მინდოდა, ჩემი შვილების ბავშვური სამყარო განათებული და მხიარული ყოფილიყო და ასეთებიც ჩამოყალიბდნენ…
ანრი: არავითარი სიმკაცრე! მისი ყველაზე დიდი ღირსება ის იყო, რომ სამივე შვილის სამყაროთი ცხოვრობდა…
რუსუდანი: სამი შვილიდან ერთი ზუსტად ჩემი თარგია, ანრის ვგულისხმობ. ზუსტად ჩემნაირია და მისი არაფერი გამკვირვებია… არ მინდოდა, ვიღაცის ცოლებს დაეცინათ ჩემთვის და თავი გადავდე. ჩემს ოჯახში სამი გალაღებული შვილი გაიზარდა. მათ არ უნახავთ ჩაფიქრებული დედა _ ხვალ რა გავაკეთოო… სამი შვილი მარტომ გავზარდე პატიოსნად, ქმარი კი ციხეში მყავდა თხუთმეტწლიანი სასჯელით…
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“

