ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრები მთელი დღეა, სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობია გამო ღელავენ. ნიუკასლის წინააღმდეგ 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი იძულებით დატოვა. მან ფეხის ტრავმა მიიღო.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. GEO TEAM-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს 2 კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი.

