ქეთევან ქემოკლიძე: „ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო“
რატომ შეხვდა ოპერის ვარსკვლავი ახალ წელს ოჯახისგან შორს _ „მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად განსხვავებულები ვართ და ამით უფრო ვავსებთ ერთმანეთს“

ქეთევან ქემოკლიძე: „ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო“„სარკე“

ოპერის ქართველი ვარსკვლავი, მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე „სარკეს“ იმ ეტაპებზე უყვება, რომლებიც აქამდე გამოიარა. თავის დროზე გონების არჩევანი გულის არჩევანმა შეცვალა და ეკონომიკის მაგისტრმა მსოფლიო საოპერო სცენებამდე გაიკვალა გზა, რომელიც სავსეა შრომით, რისკით და მუსიკის, სცენის, ოჯახის დიდი სიყვარულით.

 ქეთევან ქემოკლიძე:

_ წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით. ამ კონკურსმა მომიტანა დიდი გამარჯვება. უგამოცდოდ ჩავირიცხე ლა სკალას აკადემიაში…

მეცოსოპრანოს როლების 70% მოდის ესპანელ პერსონაჟებზე. მეცოსოპრანოს მომღერლები ტემპერამენტიანები არიან, აქედან გამომდინარე, ესპანელი პერსონაჟებიც, ამიტომ ხდება გადაკვეთა. მსოფლიოს საოპერო სცენაზე ძალიან ბევრი ქართველი მეცოსოპრანოა. ჩვენი ქართული ხასიათი ძალიან უხდება ესპანურ ხასიათს… ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო…

ჩვენი სიყვარული უკვე 20 წელს ითვლის. სანდროს ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მაგრამ ახალგაზრდობაში გავმიჯნურდით… მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად განსხვავებულები ვართ და ამით უფრო ვავსებთ ერთმანეთს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში