მარინა საღარაძე: „ჩემს მშობლებს შორის არავინ ჩამდგარა, სასწაული მონაჭორია!“
გურამ საღარაძის შვილი ლეგენდარული მამის ცხოვრებასა და რაინდულ სიყვარულზე

მარინა საღარაძე: „ჩემს მშობლებს შორის არავინ ჩამდგარა, სასწაული მონაჭორია!“„სარკე“

„ჩემს ცხოვრებას ვყოფ ორ ეტაპად _ მამასთან ერთად და მის გარეშე. მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წლები დამჭირდა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. როცა ადამიანი ჩაწოლილია და ყოველ წუთს ელოდები სიკვდილს, ეს სხვაა, მაგრამ მამა ზუსტად 10 წუთში დავკარგე. ავადაც იყო, დიაბეტიც ჰქონდა, გულიც აწუხებდა, მაგრამ თავს სერიოზულად უფრთხილდებოდა“, _ გვითხრა ქართული სცენის ვარსკვლავის, გურამ საღარაძის, ერთადერთმა ქალიშვილმა, მსახიობმა მარინა საღარაძემ და თავისი ცნობილი ოჯახის შესახებ ჩვენს ჟურნალს უამბო.

გურამ საღარაძე 2013 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. მისი დაბადების დღეც იანვარშია, 12 რიცხვში. წელს მას 97 წელი შეუსრულდებოდა.

მარინა საღარაძე:

_ ჩემს მშობლებს შორის არავინ ჩამდგარა, სასწაული მონაჭორია! დედა მამასგან უკვე წასული იყო, როცა ბუბა გაიცნო. ეს ძველი და დიდი წარსულია. ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ერთ კონცერტშიც გამოდიოდნენ…

ჩემთვის მისი მთავარი ლექსი „მე და ღამეა”. ზუსტად ამ ლექსშია ის საიდუმლო, რასაც გურამი გულში ატარებდა და არავის უმჟღავნებდა. ამ საიდუმლოთი წავიდა ამქვეყნიდან. შეიძლება ეს სიღრმე იწვევდა მის განუმეორებლობას…

დიდი გაჭირვებაც ნახა. ბავშვობაში ნახევრად მშივრები იყვნენ. ეს მეორე მსოფლიო ომის თაობა იყო. ამის მიუხედავად, საოცარი სიდინჯით, სიბრძნით, ღიმილით და ვაჟკაცობით გაიარა ცხოვრება. ის ასაკი, რომელშიც წავიდა, სერიოზულად ითვლება, მაგრამ ჩემთვის უცებ გაქრა, ვერ გავიგე, სად არის.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში