„სარკე“
მომღერალი გოგა მესხი „სარკესთან“ ამბობს, რომ გასული წელი მისთვის საინტერესო და დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩეოდა. არც ის დაუმალავს, რომ იყო გულისტკენაც და ისეთი მოვლენები, რომელთა გახსენებაც არ უნდა, ამიტომ ახალ წელს ახალი იმედებითა და გეგმებით შეხვდა.
გოგა მესხი:
_ იყო რაღაცები, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რაღაცებზე ისე გავბრაზდი, რომ მეტი შემართება მომცა და 2026 წელს უფრო მეტი მონდომებით გავაკეთებ. კარიერული წინაღობები დამხვდა. ბევრი რამ გამოვიდა, მაგრამ რამდენიმე ისეთი პროექტი არ გამოვიდა, რაც ძალიან მინდოდა…
ამბობენ, ვისაც დიდი ზომის ფეხი აქვს, კარგი მეკვლეაო, მე კი არც ფეხის ზომას ვუჩივი და არ გულს. ყოფილა შემთხვევა, ჩემს მეკვლეობას ოჯახში გათხოვება მოჰყოლია და ამას სულ ჩემს მეკვლეობას „აბრალებენ“…
მე და ჩემს ყოფილ ცოლს ძალიან კარგი, დალაგებული და გამორჩეულად თბილი ურთიერთობა გვაქვს… ჩემი შვილი ძალიან კარგ ოჯახში იზრდება…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“

