ინგა ბერაძე: „მეუღლემ საოცარი ახალგაზრდობა მაჩუქა, მისი დამსახურებაა, ოჯახში რომ არ ჩავჯექი“
ეშინია თუ არა მომღერალს ასაკის და რას ფიქრობს ქალური სილამაზის საიდუმლოზე

ინგა ბერაძე: „მეუღლემ საოცარი ახალგაზრდობა მაჩუქა, მისი დამსახურებაა, ოჯახში რომ არ ჩავჯექი“„სარკე“

„ქალის სილამაზის საიდუმლო სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერებაა“, _ ამბობს მომღერალი ინგა ბერაძე „სარკესთან“… სიყვარულზე, ოჯახზე, წლებზე, სილამაზის ნამდვილ საიდუმლოზე, ასაკთან მშვიდ თანაცხოვრებაზე და სამ თაობად გაგრძელებულ მუსიკალურ გზაზე ინგა ბერაძე გულწრფელად და უშუალოდ „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს.

_ ქალბატონო ინგა, თქვენი აზრით, ქალს რა ალამაზებს?

_ სიყვარული. როცა მანდილოსანი მთელი ცხოვრება შეყვარებულია, ის აფრქვევს დიდ შინაგან სილამაზეს. აუცილებელი არ არის, ლამაზი და მომხიბვლელი იყოს, მაგრამ როგორც კი შეხედავ ქალს, მაშინვე იგრძნობ მის შინაგან ბედნიერებას. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, სიყვარული ალამაზებს ქალს. ქალს ისიც აბედნიერებს, როცა მის გვერდით დგას საყვარელი მამაკაცი და ამ მამაკაცისგან მოდის დიდი სიყვარული.

ქალის სილამაზის საიდუმლო სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერებაა. ოჯახში ქალი თავს მშვიდად უნდა გრძნობდეს. ოჯახური ურთიერთობებიც ალამაზებს ქალს. ასეთ დროს ქალი ტონუსშია და რაღაცნაირად მომხიბვლელი ხდება…

ფილარმონია რომ გაიხსნება, მე და ჩემი შვილი, გიგი, ვგეგმავთ სოლო კონცერტს. მინდა, ჩემი მსმენელის წინაშე ლამაზად წარვდგე, ამიტომ შეიძლება რამე ესთეტიკური პროცედურა ჩავიტარო, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო…

ნურავინ იტყვის, რომ მათ ოჯახში ძალიან დავარცხნილად მიმდინარეობს ცხოვრება. ყველა ოჯახში ხდება რაღაც. სადაც არის დიდი სიყვარული მეუღლეებს შორის, იქ დათმობაც არის, მაგრამ ზღვარს არც ერთი უნდა გადავიდეს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში