„სარკე“
მომღერალი კახა (კახაბერ) კუხიანიძე „სარკეს“ თავის დიდ სიყვარულზე ესაუბრა _ ერთი წლის ნიპიზე, რომელმაც მისი ცხოვრება გაალამაზა. თოი პუდელი მაშინ გამოჩნდა, როცა ძალიან სჭირდებოდა და ახლა განუყრელები არიან, სცენაზეც კი მასთან ერთადაა. კახას და ნიპის ერთობლივ თავგადასავლებზე „სარკეში“ წაიკითხავთ:
_ იმდენად იმოქმედა ჩემზე ტოქსიკური ადამიანების მდგომარეობამ, ნეგატივმა, რომ ცუგოს მოყვანა ჩემთვის შველა იყო, როგორც ჭრილობაზე დადებული მალამო…
ჩემს რჩეულს ოთხფეხა მეგობრებიც უნდა უყვარდეს. არ ეყვარება და კარგად იყოს! ჩემი ცუგო ჩემი ოჯახის წევრია…
წლისა და ერთ თვის ასაკში ლაპარაკი დავაწყებინე. მისი ვიდეოები მიდევს ინტერნეტში. ჩემი მეგობრების სახელები იცის, დედაჩემის სახელიც კი…
მეც რომ მშიერი გამაგდო გარეთ და ყურადღება არავინ მომაქციოს, მეც აგრესიული ვიქნები. ყველას სჭირდება სითბო და სიყვარული. ძაღლებმა სითბო და სიყვარული რომ იციან, ისე ვინ იცის? იცით, როგორი ერთგულები არიან? შენი საყვარელი არსება ქუჩაში როგორ უნდა გაუშვა? ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატია. ალბათ არ გაქვს შენი თავის მიმართ ის პასუხისმგებლობა აღებული, რომ ცხოველს უპატრონო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

