„სარკე“
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „სარკეს“ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს უმხელს _ ყოველ დილას ისე ხვდება, როგორც ახალ წელს, ტანსაცმელსაც საზეიმოს იცვამს და განწყობაც საზეიმო აქვს. რაც შეეხება კალენდარული ახალი წლის, აღიშვნას, ჯაჯომ ამაზეც გვიამბო:
_ მე არ მიყვარს, ჩემთან ვინმე რომ არის. მეგობრებიც რომ მოდიან, ისინიც ცოტა ხნით ჩერდებიან და მიდიან. მარტო რომ ვარ, უფრო ვერთობი…. მინდოდა, მე და დედაჩემი მარტო ვყოფილიყავით. ვიღაცები მოვიდნენ, მომილოცეს და, რაც მთავარია, მალე წავიდნენ. დედა ამაზე სულ მსაყვედურობს, ნუ ამბობ, სირცხვილია, ხალხი რას იფიქრებსო… ვინც მესტუმრა 1 და 2 იანვარს, სუპით გავუმასპინძლდი…
თუ გინდა, რომ რამე მაჩუქო, უნდა მკითხო, რა მინდა. ის, რაც შენ გინდა, რომ მაჩუქო, ვაითუ, არ მომეწონოს? თუ არ მომეწონება, მათ ამას ვეუბნები…
არ მაქვს ლექსიკაში სიტყვები „მტრის ჯინაზე“. არავის ჯინაზე არ მინდა, ვიყო კარგად. რას ეჯიბრები, ვის ეჯიბრები, რატომ ეჯიბრები? შენ იყავი კარგად, დაანებე სხვას თავი…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

