„ედუარდ შევარდნაძე ყვიროდა, ოღონდ ეს ქალი მომაშორეთ და „სპარტაკი“ კი არა, ყველა კინოთეატრი გადაეცითო“
ქალბატონი რთული ხასიათით, რომელმაც თეატრალურ სამყაროში მრავალი ადამიანის ბედი სასიკეთოდ შეცვალა - ეთერ გუგუშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

„ედუარდ შევარდნაძე ყვიროდა, ოღონდ ეს ქალი მომაშორეთ და „სპარტაკი“ კი არა, ყველა კინოთეატრი გადაეცითო“„სარკე“

„სარკემ“ შეკრიბა მოგონებები ქალზე, რომელმაც ქართულ თეატრალურ სივრცეში არა მხოლოდ პროფესიული კვალი დატოვა, არამედ მთელი თაობების აზროვნება, გემოვნება და დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ეს გახლდათ ეთერ გუგუშვილი _ თეატრთმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი. 24 დეკემბერს მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ მისი სტუდენტები, მსახიობები, რეჟისორები…

„სარკის“ ახალ ნომერში მასზე ყვებიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებასაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ასევე ქალბატონ ეთერს იხსენებს მისი ქალიშვილი, რეჟისორი ირინე ჟღენტი.

ირინე ჟღენტი:

_ დედამ მთელი მთავრობა შეიკლა, რომ ეს კონოთეატრი გადმოეცათ თეატრალურისთვის. ბოლოს ისე შეაწუხა ედუარდ შევარდნაძე, რომ კაცი ხმამაღლა ყვიროდა, ოღონდ ეს ქალი მომაშორეთ და „სპარტაკი“ კი არა, ყველა კინოთეატრი გადაეცითო…

მამაჩემისთვის, ბესარიონ (ბესო) ჟღენტისთვის, დედაჩემი მეორე მეუღლე გახლდათ. მამას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავდა. ნინიკო 25 წლით უფროსი იყო ჩემზე, ხოლო გიორგი _ 18 წლით. სამწუხაროდ, ნინიკო გარდაიცვალა. დედა გიჟდებოდა ორივე ბავშვზე. როცა ეკითხებოდნენ, რამდენი შვილი გყავთო, ყველას ასე ეუბნებოდა, სამი შვილიო. ფაქტობრივად ორ-ორი მშობელი მყავდა. მშობლებთან ერთად, ჩემი და-ძმა სულ ჩემზე ზრუნავდნენ.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში