დუტა სხირტლაძე ცოლის გაკეთებულ სამკაულს ხელიდან არ იშორებს
როგორ იქმნება მარინა ნაცვლიშვილის სამკაულები და რა ტრადიციებით აღნიშნავს ცნობილი წყვილი ახალ წელს

დუტა სხირტლაძე ცოლის გაკეთებულ სამკაულს ხელიდან არ იშორებს„სარკე“

საახალწლოდ „სარკე“ სამკაულების დიზაინერს, იუველირ მარინა ნაცვლიშვილს საკუთარ საქმეზე, ოჯახზე, საახალწლო ტრადიციებზე სასაუბროდ დაუკავშირდა. თავისი სტილით გამორჩეული ხელოვანი „სარკესთან“ ამბობს, რომ მის თითოეულ ქმნილებას თავისი ისტორია აქვს და ისინი  არასოდეს მეორდება. მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი კი ქმარი, მსახიობი დუტა სხირტლაძეა, რომელიც თავადაც ატარებს ცოლი მიერ გაკეთებულ სამკაულს.

მარინა ნაცვლიშვილი:

_ ჩემი ნამუშევრის პირველი შემფასებელი დუტაა. ის როდირებაშიც (საიუველირო ნაკეთობების როდიუმით დაფარვა, რის შედეგადაც იზრდება ნაკეთობის სიმაგრე, იცავს ნაკაწრებისგან და ნივთს ანიჭებს ბრწყინვალებას. რედ.შენ.) მეხმარება… დუტას გავუკეთე ბეჭედი, რომელსაც ხელიდან არასდროს იხსნიდა… მაქვს ბეჭედი და გულსაბნევი, რომლებსაც არასდროს გავყიდი. სამკაულს რომ შევქმნი, სანამ არ გასხვისდება, აუცილებლად მე უნდა გავიკეთო, თუნდაც ერთი დღე…

დარწმუნებული ვარ, მამა დუტას რომ მოსწრებოდა, ძალიან მოეწონებოდა. ძალიან კომუნიკაბელური იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა. დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამონახავდნენ…

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერშi