„სარკე“
მუსიკოსი ანუკი ცქვიტინიძე „სარკეს“ ამერიკაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. ის და მისი ქმარი, ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი გელა დონაძე, წლებია, ქართული სიმღერის სიყვარულს არა მხოლოდ სამშობლოში, მის საზღვრებგარეთაც ავრცელებენ. ანუკი გულწრფელად გვესაუბრა მოგზაურობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე, მძიმე დანაკარგზე, შინაგან გარდატეხებსა და ახალ ეტაპზე, რომელმაც მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.
ანუკი ცქვიტინიძე:
_ წლევანდელი ახალი წლის სიხარულს სევდაც ახლდა… მამაჩემი გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული თბილისელი და გამორჩეული მამა იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, მაგრამ ვერ დავეხმარეთ…
რისი ბრალიც იყო ჩემი წონის მომატება, მალევე დადგინდა და მკურნალობით ალაგდა. ეს იყო რაღაც ბაქტერია, რომელიც მედიკამენტოზური მკურნალობით ალაგდა… ბუნებით მშიშარა ადამიანი არ ვარ. ოპერაციაზეც ღიმილით შევედი. ნაკლებად მახასიათებს პანიკა, აღელვება და ასე შემდეგ. დადებითი განწყობა ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს… გელა ხედავდა, რომ ჭარბი წონა ძალიან მაწუხებდა, ამიტომ გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

