ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ნინა დრამა საქართველოდან მიუსაფარ ძაღლებს ამერიკაში წაიყვანს.„ნინა საქართველოში დაბრუნდა, უნდა, რომ 2 ძაღლი, რომლებსაც აქ შეხვდა ზაფხულში, თან წაიყვანოდ ამერიკაში. ერთს იმერეთში ტრასაზე შეხვდა, მეორეს „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე. „გალფის“ ძაღლი ვიპოვეთ, ადგილზეა. მეორეს ეძებს და იმედია, იპოვის.
ძაღლებს გაუმართლათ – ეყოლებათ სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინა“, – წერს ნინო ჯიბლაძე.

