„წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი, ვეძებდი ჩემს მისიას“ – რას ყვება თამუნა ამონაშვილი დედობასა და ტყუპებზე

„წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი, ვეძებდი ჩემს მისიას“ - რას ყვება თამუნა ამონაშვილი დედობასა და ტყუპებზემომღერალ თამუნა ამონაშვილის ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი დაიწყო. 61 წლის ასაკში ტყუპების, გოგონას და ბიჭის დედა გახდა. ის და რეზი არჩვაძე ბავშვებს ძიძის გარეშე ზრდიან. იონა და მე­ლა­ნია მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, სუ­რო­გა­ცი­ით გზით შე­ე­ძი­ნათ.

თამუნა ამონაშვილი „პრაიმტაიმთან“ შვილების შესახებ საუბრობს:

-არიან ტყუპები, მელანია და იონა. 3 თვის და 9 დღის არიან. მადლობა უფალს დედობისთვის. დედობა ყველაზე დიდია და ზეაწეული მიწიერ ცხოვრებაში. ეს არის დიდი საჩუქარი უფლისგან.

ჩვენ, ადამიანები თითქმის სულ ვიღებთ საჩუქრებს უფლისგან, მაგრამ ვერ ვგრძნობთ, „გავატარებთ“ ხოლმე, მაგრამ ეს ისეთი საჩუქარია ქალისთვის, ამის იქით არაფერი არსებობს მიწიერ ცხოვრებაში.

წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი. მერე ეს დარდი გადამივიდოდა, ვეძებდი ჩემს მისიას ცხოვრებაში. კი, ჩემი სიმღერები ბევრ ადამიანს აბედნიერებს, სიყვარულის უნარს უღვიძებს, მაგრამ არა, ქალის მისია ალბათ დედობაა. საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მადლობას ვწირავ უფალს… მელანია და იონა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როდესაც სძინავთ, ვერ გაარჩევ, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როცა თვალებს გაახელენ, უკვე იცი, რომელია გოგო და რომელი ბიჭი, განსხვავებას შეამჩნევ. აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დავიწყე. გადავწყვიტეთ, ძიძის გარეშე გავზარდოთ… ვერ წარმომიდგენია, სხვამ გამოუცვალოს, სხვამ აჭამოს… ვეცდები, კარგი ადამიანები აღვზარდო. მთავარია, იყვნენ კეთილი, კარგად აღზრდილი ადამიანები, – ყვება მომღერალი „პრაიმტაიმთან“.