„სარკე“
რეჟისორი ციცინო კობიაშვილი „სარკესთან” თავის სარეჟისორო და საოჯახო გამოცდილებაზე ყვება. მის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობს. როგორც გვითხრა, მისი სათქმელი ისეთი მარადიული თემებია, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა _ ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი…
ციცინო კობიაშვილი:
_ ჩემთვის მთავარია, რა მაქვს სათქმელი მაყურებლისთვის. გავაკეთო სპექტაკლი იმიტომ, რომ ვინმე მოვიდეს, მოკვდეს სიცილით და წავიდეს, არ იქნება მნიშვნელოვანი. მთავარია, ძალიან სერიოზულ თემებზე ვილაპარაკო, თუნდაც გაიღიმოს, გაიცინოს, ოღონდ ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდეს.
არ მიყვარს ბოროტი პიესები და ისეთი სპექტაკლის დადგმა, რაც მე არ მაინტერესებს. არის საინტერესო და ღრმა პიესები, თუმცა იქ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც მე მანადგურებს და არ შემიძლია მათზე მუშაობა. როცა ბოროტება, გველობა, ტრაგიკული მომენტებია, ვერ ვმუშაობ. მე ადამიანურ თემებზე მიყვარს ლაპარაკი. ისეთ თემებზე, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა არც ერთ დროში, არც ერთ სივრცეში…
მართლა კატასტროფაა, როდესაც შენს მრავალი წლის ოჯახს ანგრევს შვილისტოლა ადამიანი და ანგრევს ყველაფერს, რაც მთელი ცხოვრება გიშენებია. ამას შეიძლება გადაჰყვეს ადამიანი…
ვყოფილვართ ისეთ ზღვარზე, რომ… ერთხელ ისე გამამწარა… გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით ცალ-ცალკე გვეცხოვრა და დავფიქრებულიყავით, ღირდა ერთად ყოფნა თუ არა…
ჩვენს შვილს, ჯაბას რომ ოჯახი დაენგრა, ამ ამბავმა დაგვანგრია, ვეცადეთ, გადაგვერჩინა, მაგრამ…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
