„სარკე“
„უშენოდ არ შემიძლია“ ჩვენ დავარქვით ასე, თორემ პიესას ჰქვია „მომყიდეთ თქვენი ქმარი“. ამ სპექტაკლში კლასიკური სამკუთხედია _ ცოლი, ქმარი და ახალგაზრდა საყვარელი. როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, არაფრით მიფიქრია, რომ ასეთი მწვავე იქნებოდა საზოგადოებისთვის. ახლობელი თუ შორებელი, ვინც უყურებდა ამ სპექტაკლს რეპეტიციებსა თუ თამაშის დროს, იმდენ მაგალითს ყვებოდა… აღმოჩნდა, რომ ღალატი ძალიან აქტუალური საკითხია და ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში.
ამ სპექტაკლით მინდოდა, მეთქვა, რომ ოჯახი ტაძარია! ცაში ღმერთია და მიწაზე ოჯახი, რომელიც შენ უნდა მართო… როდესაც ვქორწინდებით, ერთმანეთის წინაშე ვიღებთ ვალდებულებებს. როდესაც ეს მიცემული პირობა ირღვევა, ტყუილზე დგას ოჯახი, მერე უკვე… ძალიან დიდი მოთმინება და გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი არ დაინგრეს.
ამ სპექტაკლში ოჯახის დიასახლისს ეყო ჭკუა, გონიერება და ისე მოატრიალა ეს ყველაფერი, რომ ყველას ეშველა, ოჯახი ოჯახად გადარჩა…“, – ყვება „სარკესთან“ რეჟისორი ციცინო კობიაშვილი, რომლის დადგმული სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობს. როგორც „სარკეს“ უთხრა, მისი სათქმელი ისეთი მარადიული თემებია, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა _ ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“

