„ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ მოინდომა თეატრში თამაში, სიცოცხლე აღარ უნდოდა“
გია ფერაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ მოინდომა თეატრში თამაში, სიცოცხლე აღარ უნდოდა“„სარკე“

გია ფერაძემ თეატრსა და კინოში 40-მდე როლი შექმნა. ერთმა ტრაგიკულმა დღემ კი მისი ბედნიერი ხანა სევდით და ტკივილით შეცვალა. უბედური შემთხვევა _ იარაღიდან გასროლა, რომელსაც მისი მეუღლე ემსხვერპლა, საბჭოთა მართლმსაჯულებამ განზრახ მკვლელობად ჩათვალა… უნიჭიერესი მსახიობის ჯანმრთელობა საბჭოთა კავშირის უმკაცრეს საპყრობილეებში ჩაიფერფლა. წელს, 20 დეკემბერს, გია ფერაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა.

მსახიობის ძმა, ილია ფერაძე, „სარკესთან“ ყვება:

_  პრემიერაზე, ფინალური სცენის დამთავრების შემდეგ, დიმა ჯაიანმა  მსახიობები სცენაზე რომ მიიხმო, წინ გია გამოატარა. გია პირისპირ მაყურებელს შერჩა. ხალხი ფეხზე წამოდგა და ცრემლიანი ოვაცია გაუმართა. მონატრებული მაყურებელი მის დაბრუნებას ასე მიესალმა. ამის მერე გიამ თქვა, მივხვდი, რომ ჩემში რომელიღაც „კრიტის” კამერაში მოკვდა მსახიობი გია ფერაძეო. მას შემდეგ სცენას აღარ გაჰკარებია…

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თვითონ აღარ მოინდომა თამაში. სიცოცხლე აღარ უნდოდა. ტუბერკულოზი ჰქონდა. სად არ დავაწვინე, მაგრამ სათანადოდ არ იმკურნალა. სიკვდილი მიიახლოვა…

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში