„სარკე“
ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი „სარკესთან“ თავისი დაუღალავი შრომის შედეგს აჯამებს. ახლახან მისი ცეკვის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატიდან მედლებით დატვირთული დაბრუნდა. საქმესა და პირადზე თეა „სარკესთან“ საუბრობს:
_ აღმოჩნდა, რომ ქართული სამეჯლისო სკოლა ერთ-ერთი ძლიერია. ჩემთვის, როგორც ქორეოგრაფიული პედაგოგისთვის, ღირდა თავგანწირვა ასეთი წამებისთვის და წუთებისთვის. მათი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იყო, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად იბრძოლეს და ძალიან კარგი შედეგი დადეს…
მიხარია, რომ ჩვენც მსოფლიო სამეჯლისო ცეკვების ნაწილი გავხდით. საკმაოდ ძლიერ კონკურენტებად ვითვლებით. კონკურსანტები ყოველთვის კითხულობენ, ქართველები მონაწილეობას იღებენ თუ არა. როცა გრძნობ, რომ კონკურსანტებს შენი ეშინიათ, ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს შედეგი ჩვენი გუნდის დამსახურებაა…
მე და ნიკა 23 წელია, რაც ერთად ვართ და ჩვენი სიყვარული უფრო გამყარდა. ჩვენ არ ვიცით, ჩხუბი რა არის. ჩვენთან არ არსებობს ხმის და ტონის აწევა. თუ რაღაც პრობლემაა, დავსხდებით და დავილაპარაკებთ…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

