„სარკე“
თამთა კვარაცხელია ტელეეკრანზე აღარ ჩანს, მაგრამ როგორც „სარკესთან“ ამბობს, ის ახლა ბევრად აქტიურია და იმ სფეროშია სრულად ჩართული, სადაც საკუთარი ხედვის რეალიზება ყველაზე ბუნებრივად შეუძლია. თამთამ საკუთარი გემოვნება ბრენდად აქცია და დღეს მოდის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ და სხვა თემებზე თამთა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება:
_ დაბადების დღე წინასწარ ყურადღებით დავგეგმე… შთაგონება მთლიანად იტალიური იყო: ლიმონები, სანთლები, მსუბუქი ყვითელი და მწვანე პასტელური ფერები და ის მხიარული ატმოსფერო, რომელიც იტალიურ სტილს ახასიათებს… ღონისძიების დიზაინსა და ორგანიზებაზე ორი კომპანია მუშაობდა… მინდოდა, ეს დღე გამეტარებინა პოზიტიურ, მყუდრო და უსაფრთხო ატმოსფეროში…
ჩემს დაბადების დღეზე მეცვა კაბა ჩემი ახალი კოლექციიდან. ამჟამად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და ვქმნი მოდელებს, რომელთა ნიმუშებიც 2026 წლის დასაწყისში ამერიკაში უნდა წარვადგინო… კაბების ღირებულება 4 000 დოლარიდან იწყება, რის გამოც ბრენდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შეიქმნა, ადგილობრივ ბაზარზე არ არის ორიენტირებული….
მომავალიც ძალიან ნათლად წარმომიდგენია: სიბერეში იტალიაში ჩემს საკუთარ ვილაში ვიცხოვრებ საყვარელ მამაკაცთან ერთად; გავუმასპინძლდებით ჩვენს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს… არანაირი დრამა და შიში, მხოლოდ სიყვარული, თანადგომა, განვითარება და სიმშვიდე…
ჩემთვის ასაკის მატება სტრესთან არ არის დაკავშირებული… მომწონს ჩემი ასაკი, ჩემი გარეგნობა… ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები მაქვს…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
