„სარკე“
„სარკესთან“ ტელეწამყვან სალომე კახეთელიძის საუბრისას აღმოჩნდა, რომ პროფესიაში აქტიური, ენერგიული ჟურნალისტი ცხოვრებაში მამიკოს გოგოა. სალომე გვიყვება, რომ პროფესიაში მუდმივ ზრდაზე და წინსვლაზეა ორიენტირებული. თავის პირველ ეთერს ტელეწამყვანის ამპლუაში სალომე „სარკესთან“ ასე იხსენებს:
_ საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ საერთოდ არ ვნერვიულობდი, თან არჩილ სოლოღაშვილთან ერთად მომიწია პირველი პირდაპირი ეთერის წაყვანა. წარმოიდგინეთ, მას პირდაპირ ეთერში მუშაობის იმდენწლიანი გამოცდილება აქვს, რამდენი წლისაც მე ვარ, ამიტომაც ყველაფერს დიდი ნერვიულობაც ახლდა. დირექტორმაც კი მითხრა ეთერის შემდეგ, მაინც გეტყობოდა ნერვიულობაო. მასაც კი ვუმტკიცებდი, არა, რას ამბობთ, საერთოდ არ მინერვიულია-მეთქი, მაგრამ ჩანაწერს რომ ვუყურე, ყველაფერს მივხვდი… არასოდეს ვნებდები იმ აზრს, რომ რაღაც არ ვიცი და რაღაც არ გამომივა…
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები და ფასეულობები და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სპორტული… თვისებას, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, ეს არის პასიურობა…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

