„საახალწლოდ გააკეთეთ ეს ნამცხვარი, ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს. საუკეთესოა, მერწმუნეთ“, – წერს კონდიტერი თამო მეფიშვილი და ტორტ „ესკიმოს“ რეცეპტს აზიარებს.ტორტი ესკიმო, ფაფუკი ბისკვიტთა და საოცრად გემრიელი კრემით
ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 280 გრ (14 ს/კ)
ზეთი 60 მლ (6 ს/კ)
რძე 6 ს/კ
გამაფხვიერებელი 1.5 ჩ/კ ან სოდა 1 ჩ/კ
კაკაო 30 გრ (3 ს/კ)
ფქვილი 250 გრ (10 ს/კ)
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ დანის წვერით მარილი, შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, რძე და ზეთი. გამოვრთოთ მიქსერი, ჩავაცრათ კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
საცხობი ფორმის ზომა 26 სმ. ვაცხობთ 170-180-ზე დაახლოებით 50 წთ, ორივე წვაზე.
კრემი:
რძე 500 მლ
სიმინდის სახამებელი ან ფქვილი 4 ს/კ
კვერცხის გული 4ც
შაქარი 250 გრ (10 ს/კ)
ვანილი 1 ცალი
კარაქი 250 გრ
ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და სახამებელი, შევურიოთ ერთმანეთს, ვუმატებთ კვერცხის გულს. მსუბუქად ავთქვიფოთ, დავასხათ ცივი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვურიოთ განუწყვეტლივ, წამოდუღდება და მზადაა. გადავიტანოთ ჯამზე, დავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე.
ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავუმატოთ ცივი ფაფა და ვანილი.
ბისკვიტზე გადავანაწილოთ კრემი და ბოლოს მინანქარი .
მინანქრის ინგრედიენტები:
კაკაო 3 ს/კ
შაქარი 5 ს/კ
შოკოლადი 30 გრ
წყალი 80 მლ
ზეთი 2 ს/კ ან კარაქი 50 გრ
მომზადება:
კაკაო და შაქარი , შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ შოკოლადი და ზეთი
