„სარკე“
და-ძმა _ თაკო და დათო კორინთელები _ „სარკეს“ ოჯახურ ამბებზე, ბავშვობის მოგონებებსა და იმ არჩევანზე უყვებიან, რომლითაც საკუთარი ცხოვრების შენება დაიწყეს. თაკო, წლებია, რაც ეკრანზე გამოჩნდა და მას საზოგადოება კარგად იცნობს. მისი უმცროსი ძმა კი მაყურებელმა 2015 წელს მუსიკალურ პროექტ „ვოისით“ გაიცნო, შოუბიზნესშიც გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ შემდეგ კარიერა სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა.
თაკო კორინთელი: ჩვენ მხატვრების ოჯახიდან ვართ და გარდაუვალი იყო, რომ გვეხატა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის უფრო ადვილად და თავიდანვე სწორად ხატავდა. მე შეიძლება რამდენჯერმე წამეშალა და შემდეგ თავიდან დამეხატა, დათო კი თავიდანვე იმას ხატავდა, რაც საბოლოოდ გამოვიდოდა. რასაც მიზნად დაისახავს, ბოლომდე უნდა მიიყვანოს და შუა გზაში არ უნდა დანებდეს. იმედი მაქვს, რომ ახლა უფრო დიდი მოტივაციით და მიზანდასახულობით გააგრძელებს თავის საყვარელ გზას…
დათო კორინთელი: ერთმანეთს ხშირად ვაკრიტიკებთ. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთს ვუთხრათ ის სიმართლე და რეალობა, რასაც ვხედავთ. ჩვენ ვართ პლუსი და მინუსი, რომელიც, საბოლოო ჯამში, კარგ ურთიერთობას, კარგ მეგობრობასა და კარგ დედმამიშვილობას განაპირობებს…
თაკო კორინთელი: დათოს დასაცავად ერთ კაცს ქვა ვესროლე, ცხვირში მოხვდა და მთელი ცხოვრება გაღუნული ჰქონდა…
დათო კორინთელი: არასასიამოვნოა, როდესაც საყვარელი ადამიანების შესახებ რაიმე საფრთხეს ხედავ… თაკო ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი, ამიტომ მასთან ასეთ დეტალებზე არ ვსაუბრობ ხოლმე. მე მაინც რაღაცებს ვეუბნები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ითვალისწინებს…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
