„სარკე“
ლეგენდარული „ივერიელების“, თემურ წიკლაურისა და ლილი ზღვაურის, ქალიშვილი, თავადაც „ივერიელი“ ქეთი წიკლაური „სარკის“ ახალ ნომერში იხსენებს ანსამბლის ოქროს ხანას, იმ მოგონებებსა და გამოცდილებას, რომელიც დედ-მამისგან და „ივერიისგან“ დარჩა.
ქეთი წიკლაური: ჩემი მშობლები სულ ანსამბლში იყვნენ და ხშირად მეც თან მივყავდი. კულისებში, კალათაში მეძინა. ცოტა რომ გავიზარდე, კულისებში ვიდექი და ისე ვუსმენდი…
იცით, ჩემი მშობლები ერთმანეთს რატომ ავსებდნენ? ისინი იყვენ სრულიად საპირისპირო მხარეები, როგორც პლუსი და მინუსი, როგორც ცივი და ცხელი. მამა ძლიერი, ომახიანი, ხანდახან მკაცრიც კი იყო, ხოლო დედა მშვიდი, ნაზი, თბილი ადამიანია. ერთმანეთს ძალიან უგებდნენ…
რაღაც მომენტში მამა შეუვალი იყო, მაგრამ იყო მომენტები, როცა ის თმობდა. თუ რაღაც ასატანი იყო, ის იტანდა და პატიობდა. თითოეული ადამიანი არის დიდი, უკიდეგანო კოსმოსი. დედაც რაღაცას პატიობდა…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
