„სარკე“
24 დეკემბერს ქართველი მოცეკვავეების გამორჩეულ თაობას ნამდვილი ვარსკვლავი გამოაკლდა. ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქართული ნაციონალური ცეკვების ლეგენდების, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის, ერთადერთი ვაჟის, თენგიზ სუხიშვილის, ცოლი გახლდათ. „სარკის“ არქივში ინახება მისი ინტერვიუ, რომელიც იმ დროს არის ჩაწერილი, როცა მისი ოჯახიდან უკვე წასული იყვნენ ძვირფასი ადამიანები, მაგრამ ქალბატონი ინგას გვერდით იდგა მეუღლე, თენგიზ სუხიშვილი _ მისი ძლიერი საყრდენი. სამწუხაროდ, ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე წელიწადში ისიც წავიდა. თენგიზ სუხიშვილი 2007 წელს გარდაიცვალა.
ინგა თევზაძე: ანსამბლში დიდი სიმკაცრე და წესრიგი იყო. ქალბატონ ნინოს არ მოსწონდა, როცა ანსამბლის წევრებს შორის რამე ხდებოდა, ასეთივე მკაცრი იყო შვილის მიმართაც. გვითხრა კიდეც, თქვენ ძალიან შეტოპეთ და ეს არ მომწონსო…
ქალბატონი ნინო ჩემი დაქალი იყო. ხან მე ვეტყოდი ჩემს დარდს, ხან თვითონ მეტყოდა. ასეთი ურთიერთობა ზრდილობის გამო არ გვქონდა, ეს გულიდან მოდიოდა…
ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს… ადამიანს ღმერთი მაშინ ახსენდება, როცა უჭირს. მივიდოდი ეკლესიაში, საფლავზე და ვყვიროდი: „ილიკო, ნინო, დაგვეხმარეთ!..
ილიკო გიჟდებოდა უმცროს ილიკოზე. ნინო უყვარდა, როგორც პირველი შვილიშვილი, მაგრამ ბიჭი რომ გაჩნდა, სულ გადაირია, პატარა ბავშვივით გახდა. ამას წინათ ილიკო ატარებდა რეპეტიციას და თენგიზმა თქვა, ახლა მამაჩემი რომ უყურებდეს, აღარც მოკვდებოდაო….
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

