ნიკო ნანიტაშვილი: „თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებელია, დათმობაზეც წახვიდე“
რა სიახლეებით ხვდება მსახიობი 2026 წელს _ „ბევრს ეგონა, რომ დავიშალეთ, მაგრამ არ დავშლილვართ“

ნიკო ნანიტაშვილი: „თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებელია, დათმობაზეც წახვიდე“„სარკე“

მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი „სარკეს“ იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა წინაშეც 2025 წელს დადგა. იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, დიდი დანაკარგი და, ამავე დროს, წინ გადადგმული ნაბიჯებიც.

ნიკო ნანიტაშვილი: კონცერტი ერევნის სპორტის სასახლეში ჩატარდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამხელა აუდიტორიას არ ველოდით. 8000 მაყურებელს იტევს ეს დარბაზი. ეს კონცერტი ჩაიწერეს და 31 დეკემბერს სომხეთის ტელევიზიით გაუშვებენ. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი… ბევრს ეგონა, რომ დავიშალეთ, მაგრამ არ დავშლილვართ, მუშაობას ვაგრძელებთ…

მთელი ოჯახის საქმე ჩემს მეუღლეს აკისრია. რომ არა ანო, ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან მინდა, კვირაში რამდენიმე დღე ჩემს შვილებთან ვიყო, მაგრამ ოჯახს რჩენა უნდა… ყოველთვის ვცდილობ, ჩემგან წამოვიდეს დათმობის პირველი ნაბიჯი. თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებელია, დათმობაზეც წახვიდე, ბოდიშიც მოიხადო და ასე შემდეგ…

ბერიკას წასვლა დაუჯერებელი იყო. ახლაც კი ვერ ვიაზრებთ ბოლომდე, რომ ჩვენთან აღარ არის.  ამ ტკივილს ვერ ივიწყებ, უბრალოდ, ეგუები და მონატრებასთან ერთად ცხოვრობ. მთელი ჩვენი სანათესაო, მეგობრები და ოჯახი ერთად ვიდექით…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში