ნათია თოდუა: „ფიქრებით სულ აფხაზეთში ვარ, ჩემს ნაბაკევში”

ნათია თოდუა: „ფიქრებით სულ აფხაზეთში ვარ, ჩემს ნაბაკევში"„სარკე“

მომღერალ ნათია თოდუას ყველაზე დიდი ოცნება ყოველ წელს მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნებაა. ის ევროპაში წარმატებული მომღერალია, ბევრს მოგზაურობს ოჯახთან ერთად, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მისთვის დედამიწაზე ერთი ადგილია _ აფხაზეთი, ადგილი, სადაც დაიწყო ოცნება, რომელსაც დღეს მუსიკით უყვება სამყაროს.

ნათია „სარკესთან“ თავის ბავშვობას იხსენებს:

_ აფხაზეთში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო ძლიერი გამხადა და მასწავლა ფასი მშვიდობის, სიყვარულისა და მონატრების. მე ფიქრებით სულ იქ ვარ, ჩემს ბავშვობასა და ჩემს სოფელ ნაბაკევში…

ყოველთვის ჩემი წარსული მეხმარებოდა და მეხმარება. არ უნდა დანებდე, უნდა იცოდე, რა გინდა. საკუთარ ოცნებებზე ვიღაცის ან რაღაცის გამო უარი არასოდეს უნდა თქვა…

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“