გიყვართ ნაპოლეონი? მაშინ ეს რეცეპტი შეინახეთ, რადგან საოცრად გემრიელი, ხრაშუნა ნაპოლეონი ცხვება.
ინგრედიენტები:
წყალი (ცივი) 300 მლ
ზეთი 2 ს/კ
ფენოვანი ცომის მარგარინი 500 გრ
ძმარი 2 ს/კ
არაყი 2 ს/კ
კვერცხი 2ც
მარილი 1 ჩ/კ
ფქვილი 800 გრ დაახლოებით.
მომზადების წესი:
ჯამში მოვათავსოთ კვერცხი, მარილი, არაყი, ძმარი და ზეთი. ავთქვიფოთ მსუბუქად, დავუმატოთ დარბილებული 100 გრ მარგარინი და ცივი წყალი. ბოლოს კი ფქვილი ჩავაცრათ ეტაპობრივად. ცომს უნდა კარგი დამუშავება, დაახლოებით 15 წთ.-ის განმავლობაში.
დავასვენოთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ.
დარჩენილი 400 გრ მარგარინი გავყოთ 3 ნაწილად.
გავაბრტყელოთ ცომი, გადავანაწილოთ მარგარინი, გადავკეცოთ კონვერტისებურად, ვათავსებთ მაცივარში 30 წთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ისევ ვაბრტყელებთ. გადავანაწილებთ მარგარინის მეორე ნაწილს. ისევ 30 წთ მაცივარში და ანალოგიურად მესამე ნაწილიც.
შემდეგ მაცივარში ვაჩერებთ ერთი დღე.
ცომს ვყოფთ 4 ნაწილად (3 ფენა დავკრემე, მეოთხე მოსაყრელად გამოვიყენე).
საცხობი ფორმა აუცილებლად ცივი უნდა იყოს, კარგად გაწურული, სველი ტილოთი გაწმინდეთ ფორმა.
ღუმელი გააცხელეთ წინასწარ, 230 გრადუსზე. ორივე ცხობაზე, ვაცხობთ დაახლოებით 20 წთ. აკონტროლეთ.
კრემის მოვამზადება:
რძე 1 ლიტრი
ფქვილი 7 ს/კ
შაქარი 350 გრ
ვანილი 2 ცალი
კარაქი 350 გრ
ცხელ რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი, ადუღების შემდეგ ნელ ცეცხლზე მოვშუშავთ დაახლოებით 7-10 წთ. შემდეგ გადაგვაქვს ჯამში, ვაფარებთ სამზარეულოს პარკს.
ცალკე ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ ვანილი, ბოლოს კი ცივი ფაფა ეტაპობრივად.
ფირფიტები დავკრემოთ.
საცხობი ფორმა 30/40 ზე.
თამო მეფიშვილის რეცეპტი
