მამა აკაკის ცხოვრების გზა და უკანასკნელი დღეები
მოძღვარი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა, ტაძრის ეზოში მის მიერ დარგული ხის ძირში დაკრძალეს

მამა აკაკის ცხოვრების გზა და უკანასკნელი დღეები„სარკე“

„სარკის“ არქივში ინახება უნიკალური ინტერვიუ მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკი მელიქიძესთან, რომელშიც ის ყვება, თუ როგორ, რა ვითარებაში დაიწყო კვეთებულის ლოცვების კითხვა. „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“, _ გვითხრა მამა აკაკიმ. სამწუხაროდ 20 დეკემბერს ეს განსაკუთრებული მადლის  მქონე მღვდელი გარდაიცვალა… მისი მოღვაწეობასა და სიცოცხლის ბოლო დღეებზე ,,სარკეს” მისმა ბიძაშვილმა, დამსახურებულმა ჟურნალისტმა, გოგიტა მელიქიძემ უამბო:

_ რომ ვუთხარი, როდის გნახო-მეთქი, მიპასუხა, შაბათს ვიქნები ტაძარში, მსახურებას ჩავატარებ, იქ მოდი და გნახავო. სწორედ იმ შაბათს გარდაიცვალა, როდესაც მსახურება უნდა ჩაეტარებინა და ტაძარში მოასვენეს. ის, რაც თქვა, შეასრულა _ ტაძარში დამხვდა…

ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა. ეუბნებოდა, კარგად იქნებით, თქვენი იმედი მაქვს, არ შემარცხვინოთ, ისეთი ქრისტიანები იყავითო…

პასუხი რომ მოვიდა, სადაც ეწერა, მამა აკაკი დაიკრძალოს მეტეხის ტაძრის ეკლესიაშიო, უნდა გენახათ, როგორი აღფრთოვანებული შეხვდა ყველა ამ გადაწყვეტილებას. დავინახე, როგორ ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, მამა აკაკი ჩვენთან დარჩაო…

რამდენიმე სასწაულს მეც შევსწრებივარ. სულ მეუბნებოდა, არ თქვაო. ახლა დამთავრდა მისი მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულების შესახებ დიახაც ყველამ უნდა გაიგოს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში