ლეგენდარული გიორგი სიჭინავას შვილიშვილი ფეხბურთელი ბაბუას ცხოვრებასა და ოჯახზე გვიამბობს –
„ოჯახის დამსახურებაა, რომ მშობლიური ენა ვიცი, არასოდეს დაგვვიწყებია ჩვენი ფესვები“

ლეგენდარული გიორგი სიჭინავას შვილიშვილი ფეხბურთელი ბაბუას ცხოვრებასა და ოჯახზე გვიამბობს -„სარკე“

სამკაულების დიზაინერი ჯორდანო დენიზ სიჭინავა იმ ამბებს უყვება  „სარკეს“, რომლებზეც თავად მას  ბაბუა, გიორგი სიჭინავა, მოუთხრობდა _ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთელების ოქროს თაობასთან ერთად ქართული ფეხბურთის ლეგენდა შექმნა.  ის ახლა 83 წლისაა და აფხაზეთში ცხოვრობს. მისი შვილიშვილი, ჯორდანო, 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ აქვს მოსაყოლი საკუთარ თავზე,  როგორც პირადზე, ასევე საქმიანობაზე.

ჯორდანო დენიზ სიჭინავა: ბაბუა დიდი სიყვარულით იხსენებს პელესთან შეხვედრას. მატჩის მიმდინარეობისას გიორგი ბაბუას ოსტატობამ, შეიძლება ითქვას, პელეს შესაძლებლობებიც კი დაჯაბნა. არაერთხელ გაუტარა ბურთი ფეხებშორის პელეს, რაზეც ყველა შოკში ჩავარდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები ბრაზილიის ნაკრებს ნელ-ნელა უპირატესობით უსწრებდა, თუმცა სურდათ, რომ სტუმარი გუნდისთვის ესიამოვნებინათ და, ასე ვთქვათ, გაემარჯვებინათ, ამიტომაც გიორგი სიჭინავა მოედანზე მალევე შეცვალეს. პელემ თამაშის ბოლოს მას საკუთარი მაისურიც უსახსოვრა, ყველა ფეხბურთელს შორის ის გამოარჩია, პატივი სცა და აღნიშნა ბურთის ფლობის მისი ოსტატური  უნარი…

ოჯახში არასოდეს დაგვვიწყებია ჩვენი ფესვები, წარმომავლობა. ბებიის, ბაბუის, ოჯახის დამსახურებაა, რომ მშობლიური ენა ვიცი. იზრუნეს იმაზე, რომ ქართულიც მცოდნოდა…

ჩვენს გოგონას ფრანჩესკა ბლანში დავარქვით. 20 წლის ვიყავი, ფრანჩესკა რომ შეგვეძინა…  შვილის გაზრდაში აქტიურად ვმონაწილეობ… რთულად დასაჯერებელია, მაგრამ დღემდე ბაბუას სახელი არაფერში გამომიყენებია. ვცდილობ, აბსოლუტურად ყველაფერს ჩემი ძალებით მივაღწიო, რომ გამარჯვებების გემო არ დავკარგო…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“