„გულნატკენებმა დამირეკეს ყაზახეთიდან, რომ ნახეს ჩვენს პრესაში ავთანდილ აბესლამიძის ნათქვამი“
რას პასუხობს პროდიუსერი ნინო შალამბერიძე კონკურსის შედეგით უკმაყოფილო მომღერალს _ „შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მომღერლებს“

„გულნატკენებმა დამირეკეს ყაზახეთიდან, რომ ნახეს ჩვენს პრესაში ავთანდილ აბესლამიძის ნათქვამი“„სარკე“

ამა წლის „სარკის“ N47-ში მომღერალმა ავთანდილ აბესლამიძემ,  რომელიც ყაზახეთში საერთაშორისო კონკურს Silk Way Star-ში („აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“)  მონაწილეობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, „სარკესთან“ განაცხადა: „ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, თუ როგორი შედეგი იქნებოდა. სცენაზე სულ ცეცხლი რომ დაგენთო, უკვე ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა…“.

ავთანდილ აბესლამიძის პოზიცია და შეფასებები მიუღებელი აღმოჩნდა პროდიუსერ ნინო შალამბერიძისთვის, რომელსაც, წლებია, საქართველოდან ყაზახეთში მომღერლები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩაჰყავს.  ნინო „სარკესთან“ ამბობს:

_ თათია კობალაძე ამ ქვეყანაში „ვოისის“ გამარჯვებულია, თვითონ ავთანდილმა გრან პრი მიიღო და რა გამოდის, მანამდე მასაც ჩავუწყვე, თათიასაც და ახლა ვერ გავქაჩე?!.. შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მომღერლებს…

გულნატკენებმა დამირეკეს ყაზახეთიდან, რომ ნახეს ჩვენს პრესაში ავთანდილ აბესლამიძის ნათქვამი…

იმ მონღოლმა გოგომ, რომელმაც კონკურსი მოიგო, მართლა ყველაზე მაღალი შედეგი დადო! შინაურობაში როგორც ვამბობთ ხოლმე, ისე იმღერა, სცენა ყველას თავზე დაამხო!..

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში