„სარკე“
მუსიკოსი ერნა წიფურია „სარკესთან“ იმ წლებს იხსენებს, როცა ანსამბლ „გვირილას“ ქმნიდა. ეს იყო 35 წლის წინ. კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მუსიკოსი გამოწვევების წინაშე იდგა, გარშემო ბევრი პრობლემა იყო. ქალბატონმა ერნა სირთულეებითა და თავგადასავლებით სავსე გზასა და ანსამბლის 35-წლიან ისტორიაზე „სარკის“ ახალ ნომერში ყვება:
_ აპარატურის ქურდები 14 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ. ის, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, ობოლი ყოფილა. ისე შემეცოდა, რომ პოლიციიდან განცხადება გამოვიტანე, ფული შევაგროვეთ და ქურთუკი ვუყიდეთ…
ადრე სხვა მოცემულობა იყო. ბავშვს თუ ნიჭი არ ჰქონდა, არ უნდა ემღერა, არ უნდა ეცეკვა და ასე შემდეგ. ახლა სხვანაირი მოცემულობაა, უნიჭო ბავშვი არ არსებობს. შეიძლება მომღერალი არ დადგეს, მაგრამ საშუალება უნდა მიეცეს, რომ იმღეროს…
ჩუღურეთის რაიონში რონოს ხელმძღვანელი თემურ ანდრიაძე იყო, რომელიც მუსიკის მოყვარული გახლდათ. ერთხელ მითხრა, ერნა, რას ამღერებ ამ ბავშვებს, არ გესმის, რომ ქუჩაში ტყვიებს ისვრიან, სახლში დროზე გაუშვი ბავშვებიო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
